ტესლა, ტესლა მოდელ ესი, ტესლა მოდელ იქსი, ტექნოლოგიები
Aa
Aa

Tesla-ს ახალი ფუნქცია: რა არის „გეპარდის დგომი“ ?

Tesla-მ ავტომობილის ადგილიდან დაძვრის ახალი სისტემა შეიმუშავა.

Tesla-მ ბოლო დროს ყურადღება მანქანის დაძვრის სტილზე გაამახვილა. ახალ  Model S-ს და Model X Performance-ს დაკიდების დამადაბლებელი „გეპარდის დგომის“ დაძვრის რეჟიმი აქვს. როცა Ludicrious+ რეჟიმი აქტიურდება, წინა დაკიდება დაბლდება და დაძვრისას უკეთეს მოჭიდებას იძლევა.  

კომპანიის თანახმად, მანქანა უფრო სწრაფად ჩქარდება. ჰაერის ჭავლი კი მცირდება. Ludicrous რეჟიმის გამოყენება მრავალჯერადაა შესაძლებელი და ამ დროს ძალაც ნაკლებად იკარგება. 

Tesla-მ ბატარეისთვის ახალი თერმული სისტემა შეიმუშავა. ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა: როგორაა შესაძლებელი პროგრამულად მანქანის თერმულობის შეცვლა? ნიშნავს ეს იმას, რომ ბატარეები და მოტორი დაძვრამდე გაცხელდება? ზუსტად ასეა. აგრეგატის სპეციალური პროგრამა უჯრედების დონეზე აგრეგატის შესაძლებლობებს აკონტროლებს. რა თქმა უნდა, ეს ცვლილება ბატარეის გამძლეობასა და აგრეგატის სიძლიერეზე უარყოფითად არ აისახება.

ამ დროისთვის ცხენის ძალების რაოდენობის გაზრდაზე ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ილონ მასკის „ტვიტერის“ გვერდს თუ ვენდობით, ახალ მოდელებს 50 ცხენის ძალა უნდა მომატებოდა. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ დაძვრის სისტემა მძღოლისთვის ბევრად გამარტივდა. მუხრუჭსა და აქსელერატორზე ფეხის დადგმის შემდეგ თქვენ მანქანის დაძვრამდე 15 წამი გაქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები