Aa Aa
22 ივნისი 2022  |  09:53

Ferrari F40 შვეიცარიაში აღმართის დაძლევაში მონაწილეობისას დაიმტვრა

კიდევ ერთი დამტვრეული F40...

სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ავტოენთუზიასტების ნამდვილი კოშმარია ასახული. კიდევ ერთი დამტვრეული Ferrari F40! შვეიცარიაში აღმართის დაძლევაში მონაწილეობისას იშვიათი Ferrari ცხვირით ბარიერს შეეჯახა.

საბედნიეროდ, არც მძღოლი და არც ქალი, რომელიც სანახაობას ახლოდან აკვირდებოდა არ დაშავებულან. ადგილზე სასწრაფო დახმარება მაშინვე გამოჩნდა, თუმცა ჯგუფი თავის ადგილს მალევე დაუბრუნდა, რადგან მათი დახმარება საჭირო არ აღმოჩნდა.

Ferrari-ს ნაკლებად გაუმართლა. ავტომობილს წინა ნაწილს სერიოზული ზიანი მიადგა. ავტომობილი შეკეთებას ექვემდებარება, თუმცა, ეს წარმოუდგენლად დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. Ferrari F40-ის ღირებულება ამჟამად $2.8 მილიონზე მეტია. ეს ავარია მფლობელის ქონების ღირებულებაზე უარყოფითად აისახებოდა.

F40-ს ტვინ-ტურბოდაბერვის 2.9-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს, რომელიც ევროპული სპეციფიკაციებით 471 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ ცხენის ძალების დამორჩილება მარტივი არ არის. თანაც საქმეს 80-იანების ტურბოების დაყოვნება (ლაგი) ართულებს.

იშვიათი Ferrari 12-მოსახვევიან აღმართის დაძლევაში მონაწილეობდა, რომელიც Ferrari-ს 75-ე იუბილეს ეძღვნებოდა.

გაზიარება: