Aa Aa
5 ივლისი 2022  |  09:45

SSC Tuatara-ს ძრავამ დინო ტესტზე დაახლოებით 1,890 ცხენის ძალა გამოიმუშავა

მაგრამ შეძლებს SSC 483კმ/სთ-იანი ბარიერის დაძლევას?

როცა 2020 SSC Tuatara-ს დებიუტი შედგა, თავისი ძლიერი ძრავით ყველას ყურადღება მიიპყრო. მისი ტვინ-ტურბოდაბერვის 5.9-ლიტრიანი V8 ძრავა ოფიციალურად E85-ით 1750 ცხენის ძალას გამოიმუშვებს. 91 ოქტანობის საწვავზე კი 1350-ს.

როგორც აღმოჩნდა, ეს რიცხვები ზუსტი არ არის. Instagram-ზე SSC North America-მ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, როგორ ამოწმებენ Tuatara-ს დინო ტესტზე. ტესტი Nelson Racing Engines-მა ჩაატარა. ეს ის კომპანია, რომელმაც ამ ავტომობილის ძრავაზე იმუშავა.

ტესტში ავტომობილმა 1890 ცხენის ძალას გამოიმუშავა, რაც უფრო მეტია ვიდრე ოფიციალური მონაცემები.  

თანაც ამ ავტომობილს არაფერი აქვს დასამტკიცებელი. ოფიციალურად, Tuatara მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილია. მან 455.3კმ/სთ დააფიქსირა.

მიუხედავად ამ რეკორდისა, Tuatara-ს 483კმ/სთ-იანი ზღვარი ჯერ კიდევ გადასალახი აქვს. მათი წინა მცდელობა დიდი გაურკვევლობით დასრულდა. თავიდან SSC ამტკიცებდა, რომ ამ შედეგს მიაღწიეს, მაგრამ, შემდეგ აღიარეს, რომ ეს არ მომხდარა.

SSC მხოლოდ საკუთარ თავს არ ეჯიბრება. Hennessey Performance და Koenigsegg-ი დანებებას არ აპირებენ. Tuatara-ს რეკორდის დამხობა მხოლოდ დროის ამბავია. ამასობაში, Bugatti-მ განაცხადა, რომ სიჩქარის რეკოდების დევნას თავი დაანება.

გაზიარება: