ავარია, ავარია, ავტოსაგზაო შემთხვევა, მერსედესი, მერსედეს ჯი-კლასი, მერსედეს ბი-კლასი, გელენდვაგენი
Aa
Aa

გაბრაზებულმა ქალმა მძღოლმა B-Class-ით G-Wagen-ი ამოატრიალა

პირველი გამოშვების Mercedes G-Wagen-ი ტანკივით SUV-ია. თუმცა, სკანდინავიაში გადაღებული ეს ვიდეო ამტკიცებს, რომ ასეთი მოდელის ამოყირავებაც შესაძლებელია. Mercedes B-Class-ის მძღოლი იმდენად გაბრაზდა, რომ არც თავისი და არც სხვისი ავტომობილი დაინანა.

YouTube-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებული ვიდეო ნორვეგიაშია გადაღებული. კადრებში 2000-იან წლებში გამოშვებული B-Class-ი ჩანს, რომელიც G-Wagon-ის დამტვრევას ცდილობს. საბოლოოდ ამ ავტომობილის მძღოლმა საწადელს მიაღწია. მან SUV-ი 270 გრადუსით დაატრიალა და ამოაყირავა. ავტომობილი სახურავზე გაჩერდა.

ინციდენტი რამდენიმე რაკურსით არის გადაღებული. შემთხვევა, მათ უკან მომავალი მანქანის კამერასთან ერთად, B-Class-ში მჯდომმა მგზავრმაც გადაიღო. ეს კი უცნაური ამბავია. სავარაუდოდ, მათ იფიქრეს, რომ კადრები პოლიციას სიტუაციის გარკვევაში დაეხმარებოდა. ახლა კი B-Class-ის მძღოლს კარგი არაფერი ელის.

ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობს B-Class-ის საჭესთან მჯდომი გაშმაგებული ქალი G-Wagen-ის დამტვრევას. ის SUV-ის რამდენჯერმე აგრესიულად ეჯახება, რა დროსაც B-Class-ის ცხვირის მარჯვენა ნაწილი უამრავ ნაწილად იშლება. SUV-ი კი დაუზიანებლად აგრძელებს გზას.

სამწუხაროდ, ვიდეოში არ ჩანს, თუ რამ აიძულა B-Class-ის მძღოლს ასეთი აგრესია გამოეხატა, თუმცა, არაფერი აძლევდა ისე მოქცევის უფლებას, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. როგორც მოგვიანებით გაირკვა, G-Wagen-ის მძღოლმა და მგზავრებმა რამდენიმე წუთით აdრე იმიგრანტი მეზობლების თვალწინ ყურანი დაწვეს. ამ საქციელმა კი მათში ასეთი რეაქცია გამოიწვია.

B-Class-ის მძღოლი პოლიციამ მყისიერად აიყვანა და მალე სასამართლოს წინაშე წარდგება. საბედნიეროდ, SUV-ში სერიოზულად არავინ დაშავებულა.

როგორ ფიქრობთ, გამართლებულია თუ არა ამგვარი საქციელი? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები