Aa Aa
15 აგვისტო 2022  |  11:33

Toyota GR86-ს, რომელიც 4 თვე სადილეროში შესაკეთებლად იყო, გამოყვანიდან 12 საათში ცეცხლი გაუჩნდა

მსგავს პრობლემაზე სხვა მფლობელებიც ჩივიან.

Toyota-ს მძღოლმა სამხრეთ კალიფორნიაში ავტომობილს თავი ძლივს დააღწია, მას შემდეგ, რაც GR86-ს ცეცხლი გაუჩნდა.

ავტომობილის მფლობელი, რომელმაც პოსტი Instagram-ზე გამოაქვეყნა, ამტკიცებს, რომ GR86 სადილეროდან წინა დღეს დაიბრუნა, სადაც ავტომობილმა 4 დღე გაატარა.

„როგორც იცით, ეს ავტომობილი შესაკეთებლად სადილეროში ოთხი თვე მყავდა დატოვებული. გამოვიყვანე. მხოლოდ 12 საათი მყავდა. ჩემს ქუჩაზე გამოვედი და ცეცხლი გაუჩნდა“, - წერს Toyota-ს მფლობელი Instagram-ზე.

ხანძრის გაჩენის მიზეზი არ დაუსახელებიათ. არც ის, რის გამო დასჭირდა ავტომობილს 4-თვიანი შეკეთება. როგორც ავტომობილის მფლობელი კომენტარში წერს, ის სადილეროსთვის ჩივილს აპირებს.

ამ პოსტს Toyota ამერიკა გამოეხმაურა: „გამარჯობა, ჯოშ. გვსურს მომხდარზე გაგესაუბროთ. როცა შეძლებთ, პირად შეტყობინებაში მოგვმართეთ. მოუთმენლად ველით თქვენთან საუბარს“.

View this post on Instagram

A post shared by josh (@jzx_jk)

„თუ ამდენად გადარდებთ, პირადი შეტყობინება თქვენ გამომიგზავნეთ ან პირისპირ დაკავშირება სცადეთ. ანდაც ჩემს ადვოკატს გაესაუბრეთ. ინფორმაცია NATSA-ს უკვე გადავეცი“, - უპასუხა ჯოშმა.  

მსგავსი რამ შეემთხვა ბლეიქ ალვარესს არიზონაში. ამ დრომდე Toyota-ს უკან GR86 არ გაუწვევია.

გაზიარება: