ქურდებმა Bentley Continental GT მოიპარეს და ჭიშკარი გაამტვრიეს
Aa
Aa

ქურდებმა Bentley Continental GT მოიპარეს და ჭიშკარი გაამტვრიეს

სპორტულ აგენტს სახლის ეზოდან Bentley მოჰპარეს.

უსაფრთხოების კამერებმა გადაიღო, როგორ იპარავდნენ Bentley Continental GT-ს სამხრეთ ფლორიდას ცნობილი სპორტული აგენტის დრიუ როზენჰაუსის სახლიდან.  

ვიდეოში ჩანს, როგორ იჭრებიან ქურდები როზენჰაუსის საკუთრებაში. ერთ-ერთი ქურდი Continental GT-ში ჯდება. ავტომობილს ძრავს. ავტომობილი უკუსვლას იწყებს და ჭიშკარს ეჯახება.

Bentley-ს კარი დაკეტილი არ იყო. გასაღებიც შიგნით იდო.

„ვიდეოში ნათლად ჩანს, როგორ იჭრებიან სახლში და იპარავენ ავტომობილს. უკან 2-ადამიანი Mercedes-Benz-ით ჭიშკარში გადის. მიხარია, რომ ცნობილი ვარ და ამ ამბავზე ყურადღების მიპყრობა შემიძლია. მაიამის პოლიციამ მითხრა, რომ ასეთი რამ ხშირად ხდება“, - ამბობს როზენჰაუსი.

როზენჰაუსის თქმით, მას და მის შვილებს სახლში ეძინათ, როცა მისი Bentley მოიპარეს. სპორტულმა აგენტმა პირდაპირ ქურდებს მიმართა:

„ყველაფერს გავაკეთებ თქვენს დასაჭერად. არასწორ ადამიანს დაუპირისპირდით. თქვენ არასწორ ადამიანს, არასწორ ოჯახსა და არასწორ სამეზობლოს ებრძვით. ჩვენ თქვენ დაგიჭერთ“.

მსგავსი სიახლეები