Aa Aa
16 ნოემბერი 2022  |  09:50

ჯეი ლენომ დამწვრობა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს

შემთხვევის შედეგად ჯეი ლენოს სახის მარცხენა ნაწილი აქვს დამწვარი.

ცნობილი კომიკოსი და ავტომობილების კოლექციონერი ჯეი ლენო საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ავტომობილს ლოს ანჯელესის ავტოფარეხში ხანძარი გაუჩნდა. მას სახის მარცხენა მხარე აქვს დამწვარი. შემთხვევის დროს სხვა არავინ დაშავებულა.

უცნობია,  რომელ ავტომობილს გაუჩნდა ცეცხლი, ან დაზიანდა თუ არა ხანძრის დროს სხვა ავტომობილები. ჯეი ლენოს ავტომობილების კოლექცია მსოფლიოში ცნობილია და ის უამრავი ძვირადღირებული ავტომობილისგან შედგება. The Tonight Show-ში ის თავისი კოლექციიდან სხვადასხვა ავტომობილის საჭესთან ზის.

ჯეი ლენომ დაადასტურა, რომ ბენზინისგან გაჩენილი ხანძრისას სერიოზული დამწვრობა მიიღო. თუმცა, თქვა, რომ თავს უკეთ გრძნობს და 1-2 კვირაში დაბრუნდება.

გაზიარება: