Aston Martin-ი 110 წლის იუბილეს შეზღუდული წარმოების ავტომობილის გამოშვებით აღნიშნავს
არსებობის 110 წლის განმავლობაში Aston Martin-მა 110 000-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა.
1913 წლის 15 იანვარს ლიონელ მარტინმა და რობერტ ბემფორდმა ძალები გააერთიანეს და Aston Martin-ი შექმნეს. ბრენდი 110 წლის იუბილეს განსაკუთრებულად აღნიშვნას აპირებს და მთელი 2023 წლის განმავლობაში მათგან ბევრ ამაღელვებელ ავტომობილს უნდა ველოდოთ. მათ იუბილეს ხანგრძლივი აღნიშვნა ფოტოთი დაიწყეს, რომელზეც გვერდიგვერდ 1923 წლის Razor Blade და Valkyrie ჰიპერქარი დგას. ბრენდი უახლოეს მომავალში ორი მოდელის წარდგენას აპირებს.
Aston Martin-ის ახალი, შეზღუდული წარმოების მოდელი წლის განმავლობაში გამოვა. ბრიტანული ბრენდი დეტალებს არ გვიმხელს. ამიტომ, უცნობია, ახალი მოდელი Valkyrie-ზე იქნება დაფუძნებული თუ რამე სხვა მოდელზე. ეს შესაძლოა სრულიად განსხვავებული ავტომობილი იყოს. Aston Martin-ს უყვარს ისეთი შეზღუდული წარმოების ავტომობილების აწყობა, როგორიცაა Vulcan-ი. ან მხოლოდ 1 ეგზემპლარად აწყობილი Victor-ი.
ორიდან ერთ-ერთი მათგანის დებიუტი 18 იანვარს შედგება. სავარაუდოდ, ეს ავტომობილი Valhalla იქნება.
AM-RB 003 კონცეპტის დებიუტი 2019 წლის მარტში შედგა. თავიდან Valhalla-ს ტვინ ტურბო 3.0-ლიტრიანი V6 ძრავა ჰქონდა. წარმოებულ ვერსიაში ტვინ ტურბო 4.0-ლიტრიანი V8 ძრავა იდება. ეს იქნება ფლაგ ინ ჰიბრიდული ჰიპერქარი, რომელიც 1000 ცხენის ძალა ექნება. 0-100კმ/სთ-მდე 2.5 წამში მიაღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 350კმ/სთ.
AM-ი 999 ეგზემპლარი Valhalla-ს აწყობას გეგმავს. ის კარბონის მილებითაა გებული. წონა სულ რაღაც 1 550კგ. შიგაწვის ძრავა 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ორი ავტომობილის წარდგენის გარდა, Aston Martin-ი 110 წლის იუბილეს ზეიმს 2023 წლის ბრიტანეთის გრან პრიზე, გუდვუდის ფესტივალზე და სხვა ღონისძიებებზეც აპირებს.