Aa Aa
14 მარტი 2023  |  11:10

Jeep Wrangler-მა ყინულზე მოჭიდება დაკარგა და მანქანებს დაეჯახა

Wrangler-ში, ალბათ, ასეთი დიალოგი იქნებოდა - „არ ინერვიულო ძმაო, ეს Jeep-ია“.

Jeep Wrangler-ის მფლობელმა საკმაოდ მწარე გამოცდილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ Wrangler-ი უგზოობისთვის საკმაოდ კარგი ავტომობილია, მფლობელმა ისწავლა, რომ მანქანას ყველანაირი სიტუაციის დაძლევა არ შეუძლია. განსაკუთრებით ზამთარში, ყინულზე, ზამთრის საბურავებისა და ჯაჭვის გარეშე.

შემთხვევა აშშ-ში სათხილამურო კურორტთან ახლოს მოხდა. სამწუხაროდ, ამ ავარიის თავიდან არიდება სავსებით შესაძლებელი იყო.

Jeep-ის მძღოლი ავტომობილზე კონტროლს მაშინ კარგავს, როდესაც საბურავები გზის გლუვ ზედაპირს ეხება. მანქანა ყინულზე სრიალს იწყებს და ქვემოთ გაჩერებული ავტომობილებისკენ ინერციით მიდის. მძღოლის თავდაპირველი ტაქტიკა - შეაჩეროს ავტომობილის თოვლის ბარიკადების დახმარებით - სწორია, მაგრამ არ ამართლებს. ავტომობილს ოთხივე ბორბალი ებლოკება და ბედის ანაბარა რჩება.  

ვიდეოში ჩანს, რომ Wrangler-ი Tesla Model 3-ს ეჯახება. ამის შემდეგ ეს ელექტრომობილიც გორდება და სხვა ორ მანქანას ეჯახება. Jeep-ი მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც ის გზის პირას მოგროვებულ თოვლის გროვას მიუახლოვდა.

სამწუხაროდ, Jeep-ის მძღოლს სადაზღვევო კომპანიასთან არასასიამოვნო საუბარი მოუწევს. თქვენ როგორ აირიდებდით ამ ავარიას თავიდან? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: