Aa Aa
17 მარტი 2023  |  12:22

Lambo-ს მძღოლი 90 კმ/სთ-იან ზონაში 244 კმ/სთ-ით გადაადგილებისთვის დააჯარიმეს

Aventador SVJ-ის 50 წლის დაუდევარი მძღოლი ზედმეტად გაერთო.

50 წლის ჯონ აკოპიანს კალიფორნიის საგზატკეცილო პატრულთან სასამართლო სხდომისთვის მომზადება მოუწევს. ის 90 კმ/სთ-იან ზონაში 244 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა.

ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. აკოპიანმა რამდენიმე დღით ადრე კიდევ ერთი ჯარიმა მიიღო. ის თავის Aventador SVJ-ის გიჟივით მართავდა.

ამ ინციდენტის შემდეგ კალიფორნიის საგზატკეცილო პოლიცია მომხდარს Facebook-ის პლატფორმაზე გამოეხმაურა: „ვიცით, რამდენად მაცდურია ამ მანქანის სწრაფად მართვა. მანქანა სწრაფია, ხოლო ამინდი შესანიშნავი. თუმცა, შეინახეთ ეს ყველაფერი ტრეკისთვის!“.

ოფიცერი, რომელმაც დამნაშავე შეაჩერა აცხადებს, რომ აკოპიანი იმდენად აგრესიულად მართავდა თავის ავტომობილს, რომ ის გზებზე ძალზედ დიდ საფრთხეს ქმნიდა. ცნობისთვის, ოფიცრებს საფრთხის შემცველი მოქმედებების დამტკიცება მოუწევთ იმისთვის, რომ დამნაშავეს დაუდევრობისთვის გამოწერილი ჯარიმა დაეკისროს. თუმცა, ამ შემთხვევაში პოლიციელებს ეს არ გაუჭირდებათ. სიჩქარის რადარმა ხომ 244 კმ/სთ დააფიქსირა!

Lamborghini Aventador SVJ-ს მაქსიმალური სიჩქარე 352 კმ/სთ-ია. თუ აკოპიანი 244 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა ეს ნიშნავს, რომ ის მანქანის შესაძლებლობების 75%-ს იყენებდა. ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში მძღოლს 3-თვიანი პატიმრობა ან/და 1 000$-იანი ჯარიმა ემუქრება.

გაზიარება: