Aa
Aa

ყველგანმავალი შესაძლებლობების დემონსტრირება: AMG G63 Lexus LX-ის და Touareg-ის წინააღმდეგ

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ორი Mercedes-AMG G63 ყველგანმავალი შესაძლებლობების დემონსტრირებას ახდენს.

Mercedes-Benz G-Wagon ერთ-ერთი საუკეთესო ყველგანმავალია, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ავტომობილების უმეტესობა „სიცოცხლის“ დიდ ნაწილს სავაჭრო ცენტრებსა და რესტორნებთან ატარებს. ვიდეოში სწორედ ამ მოდელის შესაძლებლობებს ვხედავთ.

Mercedes-AMG G63 ერთ-ერთი საუკეთესო SUV-ია, რაც კი ოდესმე შეუქმნიათ. კადრებში ასახულია წინა თაობის მოდელი (2018 წლის განახლებამდე). ეს ავტომობილები თავდაპირველად სამხედრო დანიშნულების იყო, მოგვიანებით ყოველდღიურობისთვის გახდა გამოსადეგი, საბოლოოდ კი მდიდარი ადამიანების საყვარელ ტრანსპორტად იქცა.

როგორც იქნა, ვიხილეთ G63-ის ნამდვილი პოტენციალი. ენთუზიასტებმა ამ მანქანებით თოვლში რბოლა მოაწყვეს. Mercedes-AMG G-Wagon-ს ნამდვილ „ყველგანმავალ რაკეტად“ აქცევს.

5.5-ლიტრიანი Twin-Turbo V8 ძრავა, რომელიც 2012-2018 წლებში გამოიყენებოდა, 563 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ სიმძლავრის გასაკონტროლებლად ავტომობილს Brembo-ს 6-დგუშიანი მუხრუჭები დაუმატეს. წინა, უკანა და შუა დიფერენციალის ბლოკირება კი რთულ რელიეფზე საუკეთესო მოჭიდებას უზრუნველყოფს.

G-Wagon-ის მფლობელების უმეტესობას დიფერენციალის ჩამკეტები და უგზოობის შესაძლებლობები არასდროს გამოუყენებია. ისევე როგორც სუპერქარების შემთხვევაში, ამ ავტომობილის პოტენციალის ბოლომდე ათვისება ყველა მძღოლის უნარებს არ შეესაბამება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები