12 წლის მათე კობახიძის კიდევ ერთი წარმატება Rotax Max Nordic Challenge-ში
ქართველი მრბოლელმა უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა.
CrystalAuto-ს მკითხველთათვის ეს სახელი და გვარი უცხო არაა. მათე კობახიძე Rotax Max Challenge-ში ასპარეზობს და მისი წარმატების შესახებ ერთხელ უკვე მოგიყევით. ეს კარტინგებით რბოლაა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. პატარა ბიჭუნა კი დიდ საფუძველს გვაძლევს იმისთვის, რომ მისით მთელმა ქვეყანამ ვიამაყოთ.
ახლახან Rotax Max Nordic Challenge-ის მომდევნო ეტაპი გაიმართა. რბოლა Sporta Komplekss 333-ზე ჩატარდა, სადაც ლატვიის, ლიეტუვას, ესტონეთის, პოლონეთის, უკრაინისა და ფინეთის პილოტები იღებდნენ მონაწილეობას.
Junior Max-ში მათემ პოლ პოზიცია მოიპოვა. ამასთან ერთად მოიგო პირველი ფინალი. სუპერფინალში კი მესამე ადგილი დაიკავა. აღსანიშნია, რომ ის რბოლაში ლიდერი იყო. თუმცა, სამწუხაროდ, ქართველ მრბოლელს ჯარიმის გამო ქულები დააკლდა, რის გამოც მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა. საერთო ჩათვლაში ის მესამე ადგილს იკავებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ მათე კობახიძე კარტინგებით რბოლაში საქართველოს 2-გზის ჩემპიონია. CrystalAuto-ს გუნდი ვულოცავთ მათეს დიდ გამარჯვებას და შეჯიბრის მომდევნო ეტაპებზე წარმატებას ვუსურვებთ!