ილონ მასკი, ელექტრომობილები, რობოტაქსი, თვითმართვადი ავტომობილები, ტესლა, სფეისიქსი
Aa
Aa

Tesla-ს ხელმძღვანელის ახალი ხედვა: სამყარო „სიღარიბის გარეშე“ და „მდგრადი სიმდიდრით“

ელექტრომობილების ამერიკული გიგანტის, Tesla-ს ხელმძღვანელსა და დამფუძნებელს, ინოვაციური იდეები გამოარჩევდა და გამოარჩევს. ის ფსონებს ჩამოდის ელექტრომობილებზე, კოსმოსურ კვლევებზე, რობოტიკასა და ხელოვნურ ინტელექტზე. ეს ორი უკანასკნელი კი, თუ მას დავუჯერებთ, სრულიად განსხვავებულ მომავალს გვიქადის, რადიკალურად განსხვავებულს აწმყოსგან.

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი უცნაური განცხადება გააკეთა. განცხადება კომპანიის რობოტს, Optimus-სა და ავტონომიური მართვის ტექნოლოგიებს შეეხებოდა: „ჩვენ გვჯერა, რომ Optimus-ისა და ავტონომიური მართვის ტექნოლოგიების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სამყარო სიღარიბის გარეშე, სადაც ყველას ექნება წვდომა უმაღლესი ხარისხის ჯანდაცვაზე“.

„მაგალითად, Optimus-ი იქნება წარმოუდგენელი ქირურგი და რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ის უსაფრთხო იყოს. Optimus-ის მესამე თაობა იქნება „ადამიანი რობოტის ფორმაში“, - დაამატა მილიარდერმა.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის თქმით, ცუდი რიცხვების მიუხედავადაც, Tesla „გარდამტეხ მომენტშია“. თუმცა მისივე განცხადებით, არავის შეუძლია გააკეთოს რეალურ სამყაროში ის, რასაც Tesla აკეთებს და ის ამ ინდუსტრიის „ნამდვილი ლიდერია“.

მილიარდერს დეტალურად არაფერი განუმარტავს, მაგრამ დარწმუნებით თქვა, რომ სიღარიბის გარეშე არსებული სამყაროს შექმნაში გადამწყვეტ როლს სწორედ თავისი ჰუმანოიდი რობოტი Optimus-ი ითამაშებს. „Optimus-ს აქვს პოტენციალი მსოფლიოში უდიდესი პროდუქტი გახდეს“, - დაამატა მან.

რაც შეეხება ავტონომიურ მართვას, მას უკვე ბიზნესმენი „მდგრადი სიმდიდრის“ მომავალს უკავშირებს. კომპანიამ ოსტინში Robotaxi-ის სერვისი უკვე დანერგა, რომლის ფარგლებშიც, Tesla-ს თვითმართვადი ელექტრომობილები სატესტო რეჟიმში გადაადგილებოდნენ. ახალი სერვისის სრულად დანერგვამდე ჯერ კიდევაა დრო დარჩენილი, თუმცა თუ Tesla-ს დავუჯერებთ ის უკვე საკმაოდ უსაფრთხოა და ყოველ 6.36 მილიონ მგზავრობაზე ავარიების მაჩვენებელი ერთს უდრის.

 

მსგავსი სიახლეები