ფოლცვაგენი, ფოლცვაგენი გოლფი, ფოლცვაგენი გოლფი ჯითიაი
Aa
Aa

თქვენ წინაშეა ყველაზე მძლავრი Volkswagen GTI

ნიურბურგრინგზე უკვე ყველაზე სწრაფი Volkswagen-ი, Golf GTI Edition 50, კვლავ ავტომწარმოებლის ყველაზე მძლავრი მანქანაა, რომელიც Grand Touring Injection-ის ნიშანს ატარებს. ის კვლავ წინაწამყვანია, მაგრამ ახლა თითქმის იმდენივე სიმძლავრით, როგორიც სრულადამძრავი Golf R-ის შემთხვევაში გვაქვს. 

თქვენ წინაშე GTI Edition 50-ია, მოდელი, რომელშიც ტურბოძრავიანი 2-ლიტრიანი ძრავა 320 ცხენის ძალამდე იზრდება, ხოლო მაბრუნი მომენტი 420 ნმ-ია. კომპაქტური ჰეჩბეკის ყველა ბოლოდროინდელი ვერსიის მსგავსად, სამწუხაროდ, ამ ვერსიას 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი არ აქვს. ყველაზე მძლავრი GTI, რომელსაც სანომრე ნიშანი აქვს, მხოლოდ 7-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიითაა აღჭურვილი.

DSG-თან შეწყვილებული უფრო ძლიერი EA888 evo4 ძრავა 0-დან 100-მდე 5.5 წამში ჩქარდება, რაც მას Clubsport-ზე 0.1 წამით სწრაფს ხდის. ხოლო 200 კმ/სთ-მდე აჩქარებას 16.8 წამი სჭირდება. მაქსიმალური სიჩქარე უცვლელი რჩება და 270 კმ/სთ-ს აღწევს.

GTI Edition 50 მხოლოდ სიმძლავრეზე მეტს გვთავაზობს. GTI Performance Package-ით, ის 0.8 ინჩით უფრო დაბალია, უფრო მკვეთრი საჭე და გაუმჯობესებული საკიდარი აქვს. ალუმინის დისკებისა და კარბონის ნაწილების წყალობით კი, მისი წონა 30 კილოგრამით ნაკლებია. პაკეტი ასევე მოიცავს Bridgestone Potenza Race-ის ნახევრად სლიკ საბურავებს, იგივე საბურავებს, რომლის წყალობითაც ნიურბურგრინგზე ამ მოდელმა 7 წუთი და 41 წამი დააფიქსირა.

სხვა განახლებები მოიცავს პროგრესული საჭის გაუმჯობესებულ პროგრამულ უზრუნველყოფას და სტანდარტულ ადაპტურ შასის კონტროლს (DCC).

ვიზუალურად, Golf GTI Edition 50-ს საკმაოდ ნაცნობი დიზაინი აქვს, დაწყებული წითელი აქცენტებით მორთული ბორბლებით, სპეციალური სპოილერის ლოგოთი, შავი სახურავითა და სარკეებით, ასევე გაცვეთილი გვერდითა ზოლით დასრულებული. სალონში კი წითელის ფერის უსაფრთხოების ღვედები, GTI 50-ის ლოგოები და მწვანე ზოლიანი კვადრატული სავარძლები აქვს დამატებული.

ისეთი ფუნქციები, როგორიცაა ნავიგაცია და Head-Up Display, მოდელში შემოთავაზებულია, თუმცა დამატებითი თანხის სანაცვლოდ. რაც შეეხება ფასს, ის ჯერ ცნობილი არაა, თუმცა დიდი ალბათობით, შედარებით ძვირი იქნება ვიდრე 54 330 ევროდ შეფასებული GTI Clubsport-ი ღირს.

მსგავსი სიახლეები