Koenigsegg-ი თავის ძველ მოდელს ახალი სიცოცხლეს ჩუქნის | როგორია „უახლესი“ სუპერქარი
დებიუტიდან დიდი ხნის შემდეგაც, Koenigsegg Agera R ავტომოყვარულთა ყურადღებას კვლავ ისეთივე წარმატებით იპყრობს, როგორც წარსულში. ამ მოდელმა შვედური კომპანიის ელიტალურ ავტომწარმოებლებს შორის დამკვიდრებას ხელი შეუწყო და ეს, თავისი დახვეწილი ვიზუალით, ინოვაციებითა და შესაძლებლობებით მოახერხა.
კაპოტის ქვეშ განთავსებული ტვინტურბო V8 ძრავით, RS-ის ვერსიით, ეს მოდელი დღემდე, ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ საწარმოო მანქანად რჩება. Koenigsegg-მა ახლა უკვე Agera R-ის ახალ ვერსიაზე მუშაობა დაასრულა, თუმცა ის ზუსტად ის არაა, რასაც ყველა ელოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალი Agera R რამდენიმე წლის წინ Jesko-მ შეცვალა, Koenigsegg-ის Legends Division-მა არსებული Agera-ს მოდერნიზაციისა და დახვეწის მისია თავის თავზე აიღო. შედეგად მივიღეთ უნიკალური ავტომობილი, რომელიც სპეციალურად ბრენდის ოფიციალური დილერისთვის, Supervettura-სთვისაა შექმნილი.
View this post on Instagram
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განახლებულ მოდელში, როგორც ექსტერიერში, ასევე ინტერიერში, გაუმჯობესებების ფართო სპექტრი გვხვდება. ძარის უმეტეს ნაწილს მუქი მწვანე ელფერი გასდევს, რომელიც წითელ ზოლებთან და კარბონის დეტალებთანაა კონტრასტში.
გარდა ამისა, შვედურმა კომპანიამ ამ მოდელს შეზღუდული რაოდენობით გამოშვებული One:1-ის მსგავსი სავარძლებიც დაუმატა, სარბოლო აღჭურვილობით. Koenigsegg-ის თქმით სიმძლავრის გასაზრდელად გაუმჯობესდა ძრავაც, თუმცა კონკრეტული ამ თემასთან დაკავშირებით, არავის არაფერი უთქვამს.
Koenigsegg-ის Legends Division-ის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, მაგრამ ეს განყოფილება ნამდვილად დასაფასებელია. გასულ წელს მან უნიკალური Chimera წარადგინა, რომელიც Agera RS-ზეა დაფუძნებული, თუმცა Jesko-ს ძრავას და CC850-ის მექანიკურ გადაცემათა კოლოფს იყენებს.