ბიემვი, ავტოწარმოება, ლექსუსი, ტოიოტა კოროლა, ლექსუსი ელესი 400
Aa
Aa

პირველი Lexus-ი ოფიციალურად „მკვდარია“ | წარმოება 2026 წლიდან შეწყდება

სამ ათწლეულზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც Toyota-მ მდიდრული მოდელების ბრენდი, Lexus-ი წარადგინა და ხაზის პირველ მოდელად, LS 400 შემოგვთავაზა. 1990 წლის სედანმა დაამტკიცა, რომ გერმანული სტილის მდიდრული მანქანის შესაქმნელად, გერმანული პასპორტი საჭირო არ ყოფილა.

Toyota-მ მალევე მან BMW-ს, Mercedes-ის და Jaguar-ის მყიდველებიც მოიზიდა, ერთი მთავარი მიზეზით. მან მძღოლებს მდიდრულ პაკეტში Corolla-ს დონის საიმედოობა გააერთიანა. თუმცა ამ ფლაგმანის დროც ამოიწურა და როგორც Lexus-მაც დააანონსა, მისი წარმოება 2026 წლიდან შეწყდება.

2026 წლის LS Heritage Edition-ი პატივს ამ ხაზის პირველ მოდელს მიაგებს და აშშ-ის ბაზრისთვის მხოლოდ 250 ეგზემპლარად იქნება წარმოდგენილი. ღირებულება 99 280 აშშ დოლარიდან იწყება, რაც 1 450 აშშ დოლარის მიწოდების საფასურსაც მოიცავს. ახალი მოდელები შოურუმებში შემოდგომაზე გამოჩნდება. და ამ დროისთვის, ეს Heritage Edition იქნება ერთადერთი LS 500, რომელიც ხელმისაწვდომია.  ის ექსკლუზიურად ახალ ფერში, Ninety Noir-შია წარმოდგენილი და 20-ინჩიან ალუმინის დისკებზე დგას.

სალონში 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისის სტილი ერთიანდება. სხვა განსაკუთრებულ შტრიხებს შორისაა ცენტრალურ კონსოლზე ამოტვიფრული Heritage Edition-ის ემბლემა და LS-ის ნაქარგი სილუეტები.

Heritage Edition-ი იმავე 3.4-ლიტრიან ტვინტურბო V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც სტანდარტულ 2025 წლის LS 500-შიც შევხვდებით. ძრავა 416 ცხენის ძალას და 600 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ის 10-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთანაა დაწყვილებული, რომელიც წამოსულ სიმძლავრეს ოთხივე ბორბალზე ანაწილებს. შედეგად, ავტომობილი 0-დან 100-მდე 4.6 წამში ჩქარდება.

ამ ეტაპზე კვლავ უცნობია გეგმავს თუ არა Lexus-ი LS-ის პირდაპირი შემცვლელის გამოშვებას. Lexus-ი ამ საკითხზე ჯერ კომენტარისგანაც თავს იკავებს, თუმცა მისი გეგმები ალბათ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

 

მსგავსი სიახლეები