საქართველო, ფასები, საწვავის ფასები საქართველოში, რუსული დიზელი
Aa
Aa

საქართველოში რუსული დიზელი შესაძლოა, სრულად აზერბაიჯანულმა ჩაანაცვლოს - „ეს დადებითად იმოქმედებს ფასებზე“

აზერბაიჯანული დიზელი სრულად დაიკავებს რუსეთიდან შემოსულ მოცულონას - ამის შესახებ „ნავთობიმპორტიორთა კავშირის“ ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ევრო5-ის სტანდარტის, მაღალი ხარისხის დიზელი, რომელსაც აზერბაიჯანი ევროპასაც აწვდის.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტი რეკორდულად, 35 129%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში ქვეყანაში 29 734 ტონა (20.035 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 84.4 ტონა. მართალია, ჩვენთვის უცნობია, აქედან რამდენი პროცენტი იყო დიზელის წილი, თუმცა, სავარაუდოა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი, სწორედ დიზელის ტიპის საწვავის შემოტანას უკავშირდება.

რაც ყველაზე მთავარია, ძალიან კარგი საწვავია ხარისხობრივად, ევრო5-ია. იმ დონეზე გააუმჯობესეს, რომ აწვდიან ევროპას. ჩვენ ლაბორატორიულადაც გვაქვს შედეგები, რომ ევროპული საწვავია. მე ვისურვებდი, რომ დიზელის გარდა, ბენზინიც მოეცათ“,- ამბობს ვახტანგ იობაშვილი. თუმცა, აღნიშნავს, რომ ბენზინის მოწოდებასთან დაკავშირებით სიახლეები არ არის.

„მხოლოდ ის ვიცით, რომ ყულევში გადამამუშავებელი ქარხანას აშენებენ. ჩვენი ინფორმაციით, მალე უნდა დასრულდეს და უნდა მივიღოთ ქვეყანაში ნაწარმოები პროდუქტი, რაც ძალიან კარგი იქნება ადგილობრივი ბაზრისთვის“,- აცხადებს „ნავთობიმპორტიორთა კავშირის“ ხელმძღვანელი.

კითხვაზე, აზერბაიჯანული დიზელი რამდენი პროცენტით უფრო იაფი უჯდება საქართველოს, ვახტანგ იობაშვილი პასუხობს:

„აზერბაიჯანი ლოჯისტიკური მომსახურებით შედარებით იაფია, ვიდრე რუსეთიდან ან სხვა შორი ქვეყნიდან მოწოდებული, თუმცა „პლატსის“ მიხედვით დგინდება ფასი, შესაბამისად, იმაზე იაფად ვერ მოგვაწვდის. ლოჯისტიკა რამდენად იაფი გამოდის, ესეც დასათვლელია. ამ მიმართულებით ყოველთვის სიახლეებია, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ტარიფები იქნება, როგორც ჩვენ, ისე მათ რკინიგზაზე, ასევე სხვა მომსახურებებზე. ფაქტობრივად, ყოველ წელიწადს იცვლება ფასები“,- ამბობს ვახტანგ იობაშვილი.

წყარო - BPN.GE

მსგავსი სიახლეები