შიგაწვის ძრავა, რეგულაციები, გამონაბოლქვი, ელექტრომობილები
Aa
Aa

შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილები მსოფლიო მასშტაბით პოპულარობას იბრუნებენ

აუდიტორული ფირმა EY-ის უახლესი ანგარიშით, ბოლო პერიოდში, მსოფლიო მასშტაბით, შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილები პოპულარობას იბრუნებენ. ამის მიზეზად კი, შესაძლოა რამდენიმე ფაქტორი დასახელდეს, მათ შორისაა: შიგაწვის ძრავებთან დაკავშირებული რეგულაციების შერბილება, სავაჭრო ომები და ელექტრომობილების ინფრასტრუქტურისა და ხარჯების მიმართ მზარდი სკეპტიციზმი.

EY-ის გლობალური აერონავტიკის, თავდაცვისა და მობილობის პრაქტიკის ხელმძღვანელის, კონსტანტინ გალის განცხადებით, რეგულაციების ცვლილებები ელექტრომობილებზე მოსალოდნელზე ნელი ტემპით გადასვლას უკავშირდება. არსებული მდგომარეობისა და ავტომწარმოებლების მხრიდან მზარდი მოთხოვნის გავლენით კი შესაძლოა, ევროპის კავშირმა მალე 2035 წლისთვის შიგაწვის ძრავების წარმოებიდან ამოღების საკითხზე შერბილებული წესები წარადგინოს და სამიზნე თარიღიც გადაწიოს.

მისივე განცხადებით, ჩინელი მომხმარებლები, იმისდა მიუხედავად, რომ ელექტრომობილებს ყიდულობენ, უფრო მეტად მათი ციფრული ცხოვრების წესის ინტეგრირებით არიან მოხიბლულნი. ნაკლებად, რომ მათი ავტომობილების მიერ ენერგიის მოხმარების ფაქტი აინტერესებდეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომწარმოებლები კლიმატური კრიზისის დაძლევისა და წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირების ინიციატივებს მხარს უჭერენ, ისინი ღიადაც აცხადებენ, რომ არსებული გეგმით, სრულად ელექტრომობილებზე გადასვლა ვერ მოხდება. ეს მაღალ ხარჯებთანაა დაკავშირებული და თან, მომხმარებელთა ბაზარიც ამ ეტაპზე მსგავსი ცვლილებისთვის მზად არაა. თუმცა ელექტროტრანსპორტის ჯგუფები ამტკიცებენ, რომ CO2-ის გამონაბოლქვის შესამცირებლად სწრაფი გადასვლა აუცილებელია.

EY-ის ანგარიშის თანახმად, გლობალურად, ავტომობილების მყიდველთა ნახევარი მომდევნო 24 თვის განმავლობაში ახალი ან მეორადი შიგაწვის ძრავის მქონე ახალი ან მეორადი ავტომობილების შეძენას გეგმავს - ეს კი, 2024 წელთან შედარებით, 13 პროცენტული პუნქტით მეტია.

ხოლო ჰიბრიდული ავტომობილების უპირატესობა 10 და 5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, შესაბამისად, 14%-მდე და 16%-მდე. EY-ის შეფასებით, ელექტრომობილების პოტენციურ მყიდველთა შორის 36%, ძირითადად წარმოდგენილი მიზეზების გამო, მათ არჩევანს განიხილავს.

 

მსგავსი სიახლეები