Smart, სმარტი, დამუხტვადი ჰიბრიდი, Smart #6
Aa
Aa

ნახეთ, როგორია Smart-ის დამუხტვადი ჰიბრიდი, რომელსაც 1800კმ-ის გავლა შეუძლია

Smart თავისი პატარა ავტომობილებითაა ცნობილი, თუმცა ამჯერად გადაწყვიტა, #6 დამუხტვადი ჰიბრიდი სედანი ყოფილიყო. 

კომპანია 1994 წელს დაარსდა და სახელი მიკროავტომობილებისა და მცირე კომპაქტური მოდელების შექმნით გაითქვა. ახალი მოდელი ყველაზე დიდი ზომის მანქანა იქნება, რომელიც Smart-ისგან გვინახავს და მეტიც, ის უჩვეულოდ მძლავრი იქნება. ავტომობილი, წინასწარი ინფორმაციით, 400 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს და კომბინირებული სვლით ძალიან დიდი მანძილის დაფარვა შეუძლია. 

ჭორები, თითქოს კომპანია სტანდარტული ზომის ავტომობილის შექმნაზე მუშაობდა, დიდი ხნის განმავლობაში გვესმოდა, თუმცა მათ უმრავლესობაში, ეს ავტომობილი სრულად ელექტრო უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ავტომწარმოებელმა გადაწყვიტა, რომ #6 არამხოლოდ მისი პირველი სედანი, არამედ პირველი ჰიბრიდიც იქნება.

Smart #6 აღჭურვილი იქნება Electric Hybrid Drive სისტემით, რომელიც 41.46 კვტ.სთ-იან ბატარეასა და 1.5-ლიტრიან, 4 ცილინდრიან ძრავას აერთიანებს. ავტომწარმოებლის განცხადებით, მხოლოდ ელექტრული მუხტით გადაადგილების შემთხვევაში, ავტომობილს 300კმ-მდე მანძილის დაფარვა შეეძლება, რაც დამუხტვადი ჰიბრიდისთვის შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი კომბინირებული სვლის მანძილია. სრულად დამუხტული ბატარეითა და სავსე ავზით, თქვენი Smart #6 1800 კილომეტრზე მეტს გაივლის. 


ზომებზე ჯერ არაფერი ვიცით, იმის გარდა, რომ ის BMW 3 Series-ზე და Mercedes C-Class-ზე დიდი იქნება. გავრცელებულ ფოტოებზე ვხედავთ იმას, რომ ავტომობილს „დამალული“ სახელურები ექნება და მის სახურავზე LiDar სენსორი იქნება დამონტაჟებული.

ინტერიერსა და #6-ის ფასზე ჯერ არაფერია ცნობილი, თუმცა ამ ნაწილში სიურპრიზები ნაკლებად მოსალოდნელია. პირველ ეტაპზე, მანქანა მხოლოდ ჩინური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები