სუპერქარი, ფერარი, ფერარი ამალფი, ფერარი ამალფი სპაიდერი
Aa
Aa

ფერარი „ბიუჯეტური“ მოდელის კაბრიოლეტ ვერსიას გამოუშვებს

თუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბაზარზე Ferrari-ს „ბიუჯეტური“ კაბრიოლეტის გამოსვლას ელიან, შესაძლოა, მათი ოცნების ახდენის დრო დადგა... გავრცელებული ცნობებით, იტალიური ავტომწარმოებელი მომავალ თვეში Amalfi-ს რბილსახურავიან კაბრიოლეტ ვერსიას გამოუშვებს. 

Amalfi Spider-ის გამოჩენა მაინცდამაინც შოკისმომგვრელი სიახლე არ უნდა იყოს. რაც არ უნდა იყოს, მისი წინამორბედი Roma როგორც Coupe, ისე Spider კონფიგურაციებით იყიდებოდა. ასევე მოხდა Roma-ს წინამორბედი Portofino-ს შემთხვევაშიც... 

Supercar Blog-ის ცნობით, Roma-ს მსგავსად, Amalfi Spider-იც ქსოვილის დაკეცვადი სახურავით იქნება აღჭურვილი — ფერარის გულშემატკივრებს ემახსოვრებათ, რომ უფრო ძველი მოდელები — Portofino და California მყარსახურავიანი კაბრიოლეტის ფორმით გამოდიოდა.  

სტატიის წაკითხვის შემდეგ, შეგიძლიათ ლეგენდარული ავტომწარმოებლის საუკეთესო მოდელს გაეცნოთ, რომელსაც CrystalAuto-ს იუთუბ არხზე ვიდეოც მივუძღვენით:

Amalfi-ს კაბრიოლეტის დიზაინი, მეტწილად, Coupe-ს იდენტური იქნება, იმ განსხვავებით, რომ იტალიურ ავტომწარმოებელს დასაკეცი სახურავის ჩასატევად საბარგულში ადგილის შემცირება მოუწევს. 

კაპოტის ქვეშ „ბიუჯეტური“ ფერარის მფლობელებს Amalfi-ს სტანდარტული 3.9-ლიტრიანი, ორტურბინიანი V8 დახვდებათ, რომელიც 631 ცხ.ძ-სა და 760 ნიუტონს გამოიმუშავებს, თუმცა თუ Coupe 100კმ/სთ-მდე 3.3 წამში ჩქარდება, გაზრდილი წონის გამო, Spider-ი ამას 3.5 წამში შეძლებს.

დიდად არ შეიცვლება ინტერიერიც — ეს ნიშნავს, რომ 296 GTB-ისა და SF90-ისგან განსხვავებით, Amalfi Spider-ი კრიტიკას არ დაიმსახურებს სენსორებით სავსე სალონის გამო — მოდელს ინტერიერში ღილაკები ჭარბად ექნება. კერძოდ, ფიზიკური იქნება Start/Stop-ი, ისევე როგორც საჭეზე განლაგებული ღილაკები. 

თუ გაგიკვირდათ, რატომ არის სიტყვა „ბიუჯეტური“ ბრჭყალებში ჩასმული, გეტყვით, რომ კაბრიოლეტი Amalfi Coupe-ზე 10 000$-ით ძვირი, 270 000$ ეღირება, რაც მოდელს „ხელმისაწვდომ“ კატეგორიაზე მაღლა აყენებს...  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები