კლასიკური ავტომობილები, პორშე, ფოლკსვაგენ გოლფი, 80-იანები, ტიუნინგი, ვი 8, გერმანული კლასიკა, პორშე 928, გოლფ 1, უკანა წამყვანი გოლფი
Aa
Aa

სუპერ ბაჭია Porsche-ს V8 ძრავით

1970-1980 წლებში გერმანულ ავტოსამყაროს ძალიან კრეატიული ავტო დილერი ჰყავდა, რომელსაც Gunter Artz-ი ერქვა, ის თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი და დიდი ავტოენთუზიასტი იყო. აღნიშნულ წლებში მან წარმოუდგენელი პროექტი დაიწყო, რომლისაც არავის სჯეროდა. თუმცა, მისმა პრინციპულმა ხასიათმა და საქმის მიმართ დიდმა სიყვარულმა მაინც გაიმარჯვა. ამ ყველაფრის შედეგი კი VW Golf MK1 იყო, რომელსაც Porsche-ს V8 ძრავა ჰქონდა. Artz-მა სწორედ ამ მოდელით დაიწყო ტიუნინგ სამყაროში არსებობა და მის სახელზე არა ერთი გიჟური პროექტია.

This modest VW Golf is a Porsche 928 in disguise | Classic Driver Magazine

აღნიშნული ავტომობილი ამ კომპანიის პირველი შედევრია, ამიტომ ინჟინრები მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ იგი ეფექტური გამოსულიყო. ჩვენს გმირს მეტსახელიც ჰქონდა - მას „სუპერ ბაჭიას“ ეძახდნენ. ერთი შეხედვით უმწეო Golf 1 სიგანეში 30 სმ-ით გაგანიერებული იყო, ხოლო სახურავი კი 10 სმ-ით დაადაბლეს. ავტომობილს მხოლოდ გვერდითა პანელები ჰქონდა სტანდარტული.

მის ინტერიერში უამრავ ოფციას შევხვდებოდით, რომელიც მფლობელის კომფორტზე ზრუნავდა. მასში ტყავის სავარძლები, ელექტრო შუშები, კარგი სტერეო სისტემა და კონდიციონერიც კი იყო გათვალისწინებული, ეს ყველაფერი კი 1978 წელს ფუფუნება იყო, მით უმეტეს Golf 1-ში.

 Golf 928

„სუპერ ბაჭია“ Porsche 928-ის აგრეგატებს იყენებდა. მასში 8-ცილინდრიანი 4.5 ლიტრი მოცულობის მქონე ძრავა იყო მოთავსებული, რომელიც 240 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მომდევნო წლებში იგი 4.7-ლიტრიანი განახლებული ძრავით აღჭურვეს და მას უკვე 300 ცხენის ძალა ჰქონდა. წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი 950-კილოგრამიან ავტომობილში იყო თავმოყრილი და ის უკანაწამყვანი იყო. 100-მდე 6.9 წამში ჩქარდებოდა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ს აღწევდა.

 Artz Volkswagen Golf 928 1979 - Car Voting - FH - Official Forza Community  Forums

აღნიშნული ავტომობილი ნამდვილი Sleeper-ი იყო. მის შეუზღუდავ უნარებს არაკომპეტენტური თვალით ვერ შეამჩნევდა, ამ ავტომობილის იდეაც ზუსტად ეს იყო. კომპანიის წარმომადგენლები მასზე ხუმრობდნენ კიდეც: „როცა ის დგას მას არ ძინავს, იგი უბრალოდ ისვენებს“. Golf 1 Artz-ი კომპანიის პირველი და გაბედული ნაბიჯი იყო, რამაც სხვა კიდევ უფრო თავზეხელაღებული მოდელების დასაწყისი იყო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები