ტურბო, სპორტქარი, კუპე, პეჟო, ფრანგული, პეჟო 308, Peugeot 308 RCZ
Aa
Aa

Peugeot 308 RCZ - ჩრდილში მოხვედრილი ფრანგი

ფრანგული ავტომობილები სილამაზით გამოირჩევიან და მათი სტილი ყოველთვის განსხვავებულია. Peugeot კი თავის თანამემალუეებთან შედარებით ყველაზე მეტად გამოირჩევა, რადგან ამ კომპანიის სიაში უამრავ ლამაზ მოდელს შეხვდებით. აღნიშნულ მოდელებს კომპაქტურობა და ეკონომიურობა ახასითებთ, თუმცა დღეს ჩვენ ფუნდამენტალურად განსხვავებულ მოდელს გავიხსენებთ. თქვენს წინაში ძალიან ლამაზი და საკმაოდ ჩქარი Peugeot 308 RCZ-ია!

 The Peugeot RCZ R is a top-notch sports car that puts the lion marque up  there with German rivals

Peugeot 308 RCZ პირველად 2009 წელს იხილა მსოფლიომ. მისმა ვიზუალმა გულგრილი არავინ დატოვა, შესაბამისად ამ ავტომობილმა უამრავ ნომინაციაში გაიმარჯვა, კერძოდ კი 2010 წლის ყველაზე ლამაზი ავტომობილის ტიტული 5-ჯერ მოიგო. მისთვის დამახასითებელი მუქი Double-bubbled სახურავი Zagato-სგან აქვს. ეს ის ავტომობილია, რომელიც თავისივე კონცეპტთან თითქმის იდენტურია. მისი სხეულის პროპორციებით თუ ვიმსჯელებთ, ერთი შეხედვით ცენტრალურძრავიანი ავტომობილი გეგონებათ, თუმცა ეს ასე არაა.

მიუხედავად არც თუ მცირე წარმოებისა, რომლის რაოდენობაც 67 916 ერთეულს შეადგენს, ფართო საზოგადოებისთვის  დიდად ცნობილი არაა. მისი აგრეგატები 1.6-ლიტრიანი ტურბოდაბერვის მქონე ბენზინის და 2.0 დიზელის ძრავებია, რომლებიც ძარის წინა ნაწილშია განთავსებული.

 Peugeot RCZ R review, price and specs | evo

RCZ-ის ყველაზე მძლავრი მოდელი R ვერსიაა. იგი 270 ცხენის ძალას და 330 ნიუტონს გამოიმუშავებს, ამ მონაცემთა პიკის მიღწევა ძრავის 1900 ბრუნვიდანაა შესაძლებელი. ავტომობილი 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით და Torsen-ის ბლოკირებითაა აღჭურვილი, რადგან სხვაგვარად 1900 ბრუნზე მიღწეული 330 მაბრუნი მომენტის გამო საფართან მოჭიდება წარმოუდგენელი იქნებოდა. ეს მონაცემები 1300 კილოგრამიან "კუპეს" 100-მდე 5.9 წამში აჩქარებს. ავტომობილს Alcon-ის სამუხრუჭე სისტემა და გაუმჯობესებული დაკიდება აქვს. სტანდარტული მოდელიც კი ვიზუალურად იმდენად დახვეწილია, რომ R ვერსიას მხოლოდ უკანა სპოილერი და R-ის ლოგოები დაუმატეს. ძალზედ სამწუხაროა, რომ აღნიშნული მოდელის განახლებული ვერსიები ვერ ვიხილეთ, 308 RCZ-ის მომდევნო თაობა რომ გვენახა, დიდი ალბათობით დღეს Peugeot-ის ერთერთი საკულტო მოდელი იქნებოდა.RCZ 2009-2015 წლებში იწარმოებოდა. არნიშნულ მოდელში “პეჟოს“ ეკონომიურობა და დაფალი ფასი შენარჩუნებული იყო. ეს ავტომობილი 32 000 ევრო ღირდა, რაც მის კონკურენტებთან შედარებით საკმაოდ მისაღები იყო

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები