ელექტრომობილების ბატარეების გამძლეობის ტესტი | Tesla კონკურენტებმა „დაჯაბნეს“?
მეორადი ავტომობილების შვედურმა პლატფორმა Carla-მ სხვადასხვა მარკის ელექტრომობილების ბატარეების გამოსაცდელად უჩვეულო ექსპერიმენტი შემოგვთავაზა. კვლევამ, რომელმაც ჯამში 10 000 ელექტრომობილი მოიცვა, დაადასტურა, რომ ზოგიერთი მოდელი წლების გასვლისა და ათიათასობით კილომეტრის დაფარვის შემდეგაც ბატარეის სიმძლავრეს მაღალ მაჩვენებელზე ინარჩუნებს.
ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?
Audi-ს, Skoda-სა და Volkswagen-ის ელექტრომობილების ანალიზი 2022-დან 2026 წლამდე 9 954 ერთეული ბატარეის დაკვირვებით ჩატარებული კვლევის შედეგებს მოიცავს. საინტერესოა, რომ მაშინ, როდესაც ბევრი Tesla-ს ან რომელიმე დასავლური ავტომწარმოებლის ლიდერობას ელოდა, საუკეთესო შედეგები სამხრეთკორეული წარმოების ავტომობილებმა აჩვენეს. კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რომელი ელექტრომობილები ინარჩუნებდნენ ბატარეის სიმძლავრეს ყველაზე მაღალ დონეზე 100 000 კილომეტრის დაფარვის შემდეგაც კი.
როგორც აღვნიშნეთ, შედეგებმა შესაძლოა ბევრი გააკვირვოს, რადგან ლიდერებს შორის Kia-სა და Hyundai-ს მოდელები აღმოჩნდნენ. კერძოდ, ბატარეის სიმძლავრის 97% — რაც ფაქტობრივად „ოქროს სტანდარტია“ — 100 000 კილომეტრის გავლის შემდეგაც მხოლოდ ორმა ავტომობილმა შეინარჩუნა. ესენია: Kia e-Niro და Hyundai Kona Electric. მესამე ადგილს Kia EV6 იკავებს, ბატარეის სიმძლავრის 95.95%-ის შენარჩუნებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ საუკეთესო შედეგების მქონე სამივე ავტომობილი სამხრეთკორეული მწარმოებლის იყო. თუმცა, კარგი შედეგები არ უნდა დავუკარგოთ ამერიკულ Tesla-საც — საუკეთესოთა სიაში ამ კომპანიის ოთხი ელექტრომობილი მოხვდა. ასევე, რეიტინგში არიან Audi-ს, Skoda-სა და Volkswagen-ის ელექტრომობილები.
Carla-ს მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ავტორების შეფასებით, კვლევაში მონაწილე ყველაზე დაბალი შედეგის მქონე ავტომობილმაც კი ბატარეის სიმძლავრის 91.7% შეინარჩუნა, რაც, საერთო ჯამში, 100 000 კილომეტრის დაფარვის შემდეგ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. უფრო კონკრეტულად კი, შედეგები ასე გამოიყურება:
Kia e-Niro – 97.25% Hyundai Kona – 97.18% Kia EV6 – 95.95% Volvo XC40 Recharger – 94.70% Polestar 2 – 94.35% BMW i3 – 94.77% Polestar 2 – 93.53% Tesla Model 3 – 93.34% Audi e-tron 50 – 93.02% Audi e-tron 55 – 92.93% Skoda Enyaq iV – 92.88% Tesla Model 3 – 92.83% Tesla Model S - 92.80% Volkswagen ID4 – 92.77% Skoda Enyaq iV – 92.60% Tesla Model X - 92.52% Volkswagen ID4 – 92.27% Tesla Model Y – 92.18% Audi Q4 e-tron – 92.18% Volkswagen ID3 – 91.7%