ევაკუატორთან ბრძოლაში Porsche-მ 2300-დოლარიანი ბამპერი დაკარგა...
ევაკუატორზე თქვენი ავტომობილის ხილვა, რაღა თქმა უნდა, სასიამოვნო პროცესი არ არის. თუმცა, უმეტესობა ასეთ დროს პრობლემის მოგვარებას ცივილური გზით ცდილობს. Porsche Panamera-ს კალიფორნიელმა მძღოლმა კი სულ სხვა გზა აირჩია: მან აქსელერატორს ბოლომდე დააჭირა და სუპერქარი ევაკუატორის „კლანჭებიდან“ ძალით დაიხსნა.
View this post on Instagram
ინციდენტი კალიფორნიაში, გლენდეილში მოხდა და სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ვიდეოს გადაღების მომენტში Porsche Panamera-ს უკანა თვლები უკვე ჰაერში იყო დაკიდებული და ევაკუატორის სპეციალურ სამაგრზე ეყენა. წესით, ასეთ დროს „ბრძოლა წაგებულია“, თუმცა საჭესთან მჯდომმა პირმა (მისდასაუბედუროდ) ფარ-ხმალი არ დაყარა.
Porsche Panamera RIPS back bumper OFF in SWIFT escape from tow truck in California pic.twitter.com/EiELguqOqv
— RTVisual (@RT_Visual_on_X) September 1, 2026
აქსელერატორზე დაჭერის შემდეგ, ვინაიდან უკანა თვლები ჰაერში ტრიალებდა, საქმეში Porsche-ს სრული ამძრაობის სისტემის წინა თვლები ჩაერთო. წინა საბურავები ასფალტს მოეჭიდნენ და პანამერამ მძიმე ევაკუატორისა და მისი მექანიზმის თრევა დაიწყო!
რამდენიმეწამიანი აგრესიული ბუქსაობისა და ძალისმიერი ჭიდილის შემდეგ, ევაკუატორის კონსტრუქციამ ვერ გაუძლო. Panamera ამწედან დიდი ხმაურითა ჩამოვარდა და შემთხვევის ადგილიდან სწრაფად მიიმალა.
ასევე იხილეთ: Porsche-ს შემაშფოთებელი ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები
მიუხედავად იმისა, რომ Porsche-მ გაქცევა შეძლო, „ბრძოლის ველზე“ საკმაოდ ძვირადღირებული დეტალები დარჩა. დარტყმისგან დაზიანდა ავტომობილის ქვედა დამცავები, ხოლო უკანა ბამპერი პრაქტიკულად მოწყდა. ახალი მოდელის Porsche Panamera-ს მხოლოდ უკანა ბამპერის ქარხნული ღირებულება $2300-ზე მეტია (შეღებვის, მონტაჟისა და სხვა დაზიანებული დეტალების გარეშე). იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი უბრალოდ არასწორი პარკირების გამო გადაჰყავდათ, გლენდეილის პოლიციის ჯარიმა და ევაკუაციის საფასური ჯამში სულ რაღაც 180-300 დოლარი ჯდებოდა.