ფორდი, ევროპა, ჯიმ ფარლი, ჩინური ელექტრომობილები, ჩინური ავტომობილები
Aa
Aa

„ევროპისთვის უკვე გვიანია, აშშ-ს დრო კიდევ აქვს“ | Ford-ის ხელმძღვანელი

ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ჩინური კომპანიების ექსპანსიასთან დაკავშირებით შეშფოთებები არ წყდება. ამჯერად, განცხადება Ford Motor-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ ფარლიმ გააკეთა და თქვა, რომ ამერიკელებმა ევროპის გამოცდილება უნდა გაითვალისწინონ, როდესაც საქმე აშშ-ში ჩინური ავტომობილების შემოშვებას შეეხება.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

Ford-ის CEO-ს განცხადებით, ევროპაში ჩინური ბრენდების სწრაფი გაფართოების ფონზე, აქ გარკვეული ზომების მიღება შესაძლოა უკვე გვიანი იყოს. თუმცა, აშშ-ს დრო კიდევ აქვს და გადაწყვეტილებაც დიდი სიფრთხილით უნდა მიიღოს.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს დიდი დრო და ყურადღება დავუთმოთ. ვაკვირდები, რა ხდება ევროპაში, სადაც მათ რეაგირება ახლა უწევთ, როდესაც უკვე გვიანია“, — განაცხადა ფარლიმ დეტროიტში გამართულ Automotive News Congress-ზე.

GlobalData-ს მონაცემებით, 2020-2025 წლებში ჩინური ავტომწარმოებლების გლობალური საბაზრო წილი თითქმის 70%-ით გაიზარდა. ევროპაში კი, თუ 2020 წელს ჩინური კომპანიების წილი თითქმის ნულის ტოლი იყო, 2026 წლის აგვისტოს მონაცემებით, უკვე 12%-მდეა გაზრდილი.

ფარლის განცხადების პარალელურად კი, Ford-ი თავადვე იბრძვის ევროპაში ჩინური ავტომწარმოებლების მზარდ კონკურენციასთან გასამკლავებლად. მათ შორის კი, ჩინურ კომპანიებთანაც თანამშრომლობს. მაგალითად, ჩინური Geely ამერიკული Ford-ის ესპანეთში მდებარე ქარხანაში 2027 წლიდან ელექტრომობილების წარმოებას იწყებს. ამისთვის კომპანიები ერთობლივ საწარმოს შექმნიან.

ფარლის განმარტებით, Ford-ის მიდგომა შემდეგია: ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობა იქ, სადაც Ford-ს ინტელექტუალური საკუთრება დასაცავი არ აქვს და სადაც ეს პარტნიორობა კომპანიას კაპიტალის უფრო ეფექტიანად გამოყენებაში დაეხმარება — მათ შორის, ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

ამასთან ერთად კი, Ford-ი ჩინურ ავტომწარმოებლებთან კონკურენციასაც გააგრძელებს. კომპანიის CEO-ს განცხადებით, Ford-ი მომავალი წლისთვის ახალი „უნივერსალური ელექტრომობილის“ გამოშვებას გეგმავს, რომლის პირველი ვერსიაც პიკაპი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩინელები ჩრდილოეთ ამერიკაში ავტომობილების წარმოებას 2-3 წელიწადში დაიწყებენ | Nissan Americas-ის ხელმძღვანელი
ჩინელები ჩრდილოეთ ამერიკაში ავტომობილების წარმოებას 2-3 წელიწადში დაიწყებენ | Nissan Americas-ის ხელმძღვანელი