მართვის მოწმობა, ფეხბურთი, მაურო იკარდი
Aa
Aa

მაურო იკარდის მართვის მოწმობა 2099 წლამდე ჩამოართვეს

მაურო იკარდისთვის სეზონის დასაწყისი იდეალური ნამდვილად არ ყოფილა. თურქულ „გალათასარაისთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, არგენტინელი თავდამსხმელი ამჟამად უკლუბოდაა დარჩენილი და მისი მომავალიც, ფაქტობრივად, გაურკვეველია.

თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ ყოფილიყო, ახლა იკარდის კიდევ ერთი პრობლემა აქვს — მას ავტომობილის მართვა აეკრძალა და თან, თუ რამე არ შეიცვალა, სავარაუდოდ ფეხბურთელი მანქანის საჭეს ვეღარასდროს გაეკარება. ყოველ შემთხვევაში, იქამდე მაინც, სანამ 105 წლის, 10 თვის და 13 დღის არ გახდება...

ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც მისმა პარტნიორმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. თუმცა, რეალურად, ამ ვიდეოში ჩანდა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი საგზაო მოძრაობის არა ერთ, არამედ რამდენიმე წესს არღვევდა. ამასთან ერთად კი, ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, იკარდი ავტომობილს ვადაგასული მართვის მოწმობითაც მართავდა.

გადაწყვეტილება ბუენოს-აირესის შესაბამისმა უწყებამ მიიღო. შედეგად, ფორმალურად, იკარდის ავტომობილის მართვის უფლება 2099 წლის 1 იანვრამდეა შეუჩერეს – ბუენოს-აირესის პროვინციის 13 927-ე კანონით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.

View this post on Instagram

A post shared by CABLGRAM. (@cablgram)

რაც შეეხევა ვიდეოს: კადრებში ჩანს, რომ იკარდის ამჟამინდელი პარტნიორი, ეუხენია „ლა ჩინა“ სუარესი ავტომობილში ღვედის გარეშე ზის და სხეულის ნახევარზე მეტით მანქანის ფანჯრის გარეთაა. ამ დროს კი ავტომობილს არგენტინელი ფეხბურთელი მართავს. ამ ვიდეოს გავრეცელებიდან მოგვიანებით გაირკვა, რომ მას ამ დროს მართვის მოწმობაზე ვადაც ჰქონდა გასული.

ბუენოს-აირესის უწყების განმარტებით, მსგავსი დარღვევა მართვის მოწმობის ჩამორთმევას ითვალისწინებს და მის დასაბრუნებლად იკარდის შესაბამისი ტესტის ჩაბარება მოუწევს.

„პრეცენციური ღონისძიების სახით, გადავწყვიტეთ მას ავტომობილის მართვის უფლება შევუჩეროთ. ახალი მართვის მოწმობის აღებამდე კი, უნდა შეფასდეს, თუ რამდენად შეუძლია იკარდის ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა. საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გამონაკლისები არ არსებობს“, — განაცხადა უწყებამ.

. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაურო იკარდიმ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული Rolls-Royce შეიძინა
მაურო იკარდიმ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული Rolls-Royce შეიძინა