მერაბ დვალიშვილის დამარცხებისთვის იანს 500 000$-იან ავტომობილს გადასცემენ
პიოტრ იანი ტიტულის დაცვისთვის გულუხვად დაჯილდოვდება... გარდა Fight of the Night-ის ბონუსით გათვალისწინებული 100 000$-ისა, UFC-ის რუსი ჩემპიონი მალე ახალ ავტომობილსაც მიიღებს. ეს ავტომობილი კი არც მეტი, არც ნაკლები, Rolls-Royce Cullinan-ია.
საჩუქარს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი ბეთინგ-კომპანია 1win-ისგან მიიღებს, რომელთანაც ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებს.
„დღეს პიოტრ იანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რატომ არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი. ასეთი გამარჯვებების მიღმა წლების შრომა, დისციპლინა და საქმისადმი თავდადება იმალება. 1win-ში მუდამ ვაფასებთ მათ, ვინც პირველობისთვის დაუღალავად იბრძვის. ამ გამარჯვებისთვის ჩვენგან პიოტრი Rolls-Royce Cullinan-ს მიიღებს — მან ეს დაიმსახურა“, — დაწერა 1win-ის მფლობელმა X-ზე.
Thank you so much @Owner1win one of the best gifts no doubt ????????
— Petr “No Mercy” Yan (@PetrYanUFC) October 25, 2026
სამწუხაროდ ზუსტად არ ვიცით, რომელი წლის ან კომპლექტაციის მოდელზეა საუბარი, თუმცა Cullinan-ის საშუალო ფასი 400-500 000 დოლარს შეადგენს, თუმცა ზოგი ვერსია მილიონზე ძვირადაც კი ფასობს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს