ჯონ სინა 10-მილიონიან ავტოკოლექციას ფლობს, თუმცა მაინც ამ მანქანით გადაადგილდება
WWE-სა და ჰოლივუდის ვარსკვლავს, ჯონ სინას შეუძლია, ატაროს ნებისმიერი ავტომობილი, რომელსაც მოისურვებს... მიუხედავად ამისა, მანქანა, რომელსაც ის ყოველდღიურ რეჟიმში ირჩევს, Honda Civic Type R-ია — მოდელი, რომლის ერთგულადაც სინა უკვე წლებია რჩება.
ასევე იხილეთ: 10 საუკეთესო „ცხელი ჰეჩბეკი“, რომელმაც დროს გაუძლო
2020 წლის ოქტომბერში ჯონ სინა ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელიც გახდა. მას შემდეგ მსახიობი იაპონური ავტომწარმოებლის არაერთ დასამახსოვრებელ რეკლამაში ვიხილეთ. მიუხედავად ამისა, მისთვის Honda-ს სიყვარული სტუდიის მიღმაც გრძელდება. 2023 წელს მან პოდკასტში განაცხადა, რომ Civic Type R მისი ყოველდღიური არჩევანია. „მას აქვს კარგი ტექნოლოგიები, არის მექანიკური და საიმედო,“ — აღნიშნა მან და დასძინა, რომ 10 მილზე გრძელი ნებისმიერი მგზავრობისთვის Civic-ის საჭესთან ჯდება და Lamborghini Countach-ს ფარეხში აჩერებს. 2024 წლის მაისში მან თავისი FK8 Type R სრულიად ახალი FL5-ით ჩაანაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის იანვარში კოლექციას Prelude-იც შეემატა, Type R მაინც მის ფავორიტად რჩება. 2027 წლის Civic Type R-ის კაპოტქვეშ კვლავ ტურბინიანი 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავა დგას, რომელიც 315 ცხენის ძალას გამოიმუშავებს — ეს სიმძლავრე წინა თვლებს ექვსსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით მიეწოდება.
განახლებულმა მოდელმა მიიღო ახალი წინა ბამპერი, რომელიც მეტ სიგრილეს უზრუნველყოფს, ხოლო კაპოტისა და ფრთების ფუნქციური ვენტილაცია ცხელი ჰაერის გამოტყორცნას უწყობს ხელს. ახალი არხები ჰაერს წინა მუხრუჭებისკენ მიმართავს, ხოლო უკანა სპოილერი და დიფუზორი სასურველ აეროდინამიკურ ძალას ქმნიან. სამმაგი მაყუჩი აქტიურ სარქველს იყენებს, რომელიც მართვის თითოეული რეჟიმისთვის ჟღერადობას ცვლის.
მძღოლებს შეუძლიათ აირჩიონ Comfort, Sport, +R და Individual რეჟიმებიდან, სადაც +R ყველაზე აგრესიულ პარამეტრებს ააქტიურებს. მოდელს სრულყოფს Brembo-ს წინა მუხრუჭები, ორღერძიანი წინა საკიდარი და Michelin Pilot Sport 4S საბურავები.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს