საქართველო, ავტოსაგზაო შემთხვევა, ავარიები, შსს, ავარიების სტატისტიკა
Aa
Aa

46 ათასზე მეტი ავარია და 315 დაღუპული 9 თვეში | რა არის ავტოსაგზაო შემთხვევების 10 მთავარი მიზეზი

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 46 082 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც შსს-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, აქედან 44 034 შემთხვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ხოლო 2 048 საგზაო შემთხვევა სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გადაკვალიფიცირდა.

შედეგად, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში დაიღუპა 315, ხოლო დაშავდა 3 252 ადამიანი.

შსს-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში მომხდარი ავარიები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

- თბილისი — 26 150 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 536 — სისხლის სამართლის;
- აჭარა — 4 740 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 340 — სისხლის სამართლის;
- იმერეთი — 2 839 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 271 — სისხლის სამართლის;
- ქვემო ქართლი — 2 721 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 226 — სისხლის სამართლის წესით;
- მცხეთა-მთიანეთი — 1 658 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 88 — სისხლის სამართლის;
- შიდა ქართლი — 1 636 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 144 — სისხლის სამართლის;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 1 472 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 116 — სისხლის სამართლის;
- კახეთი — 1 352 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 195 — სისხლის სამართლის;
- სამცხე-ჯავახეთი — 854 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 69 — სისხლის სამართლის;
- გურია — 473 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 49 — სისხლის სამართლის;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 139 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 14 — სისხლის სამართლის.

რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითად გამომწვევ მიზეზებს, ასეთია:

- მოხვევის მანევრი;
- შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა;
- ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა;
- მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება;
- დისტანციის დაუცველობა;
- სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში;
- საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა;
- შეჯახება დაბრკოლებაზე;
- მობრუნების მანევრი;
- გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევა.

წყარო - bpn.ge       

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები