უკონტაქტო დამმუხტველი, ელექტრომობილები, ბიუაიდი, ტექნოლოგიები, ბივაიდი, სწრაფი დამუხტვა
Aa
Aa

BYD-ის დამუხტვას მალე მძღოლის ჩართულობა აღარ დასჭირდება

ჩინური საავტომობილო გიგანტი BYD-ი ელექტრომობილების დამუხტვის ტექნოლოგიების განვითარებას განაგრძობს და აბუ-დაბიში რობოტიზებული დამტენი სადგურების დანერგვას იწყებს — მალე ჩინური ბრენდის ელექტრომობილების დამუხტვის პროცესი სრულად ავტომატური და კომფორტული გახდება.

ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

ახალი სისტემის მთავარი იდეა მარტივია: მძღოლი უბრალოდ აჩერებს ავტომობილს, ტოვებს სალონს და დამმუტველი სადგური სხვას ყველაფერს თავად აკეთებს — ნულოვანი ფიზიკური ძალისხმევით რამდენიმე წუთში ბატარეა სრულად დაიმუხტება.

როგორ მუშაობს სისტემა?

სადგურები აღჭურვილია სპეციალური რობოტული „ხელებით“, რომლებსაც დამოუკიდებლად შეუძლიათ იპოვონ ავტომობილის დამმუხტველი პორტი, ახადონ თავსახური, შეაერთონ კაბელი და დამუხტვის დასრულების შემდეგ თავადვე გამორთონ ის.

სადგური ულტრა-სწრაფი, 1500 კილოვატამდე სიმძლავრის დამუხტვის მხარდაჭერითაა აღჭურვილი. თავსებადი ავტომობილებისთვის (როგორიცაა მაგალითად Denza Z9 GT) ბატარეის 10%-დან 70%-მდე შევსებას სულ რაღაც 5 წუთი, ხოლო 97%-მდე მიყვანას 9 წუთი სჭირდება. 

ამასთანავე, რეგიონის კლიმატიდან გამომდინარე, სადგურები სრულად მზის ენერგიით „იკვებება“, რაც BYD-ის მიერ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ ტექნოლოგიაში ჩადებული დიდი ინვესტიციების შედეგია. აღნიშნული პროექტი BYD-ის გლობალური სტრატეგიის ნაწილია — კომპანია გეგმავს, რომ 2027 წლის ბოლომდე მსოფლიოს მასშტაბით 6000 ასეთი მაღალსიჩქარიანი სადგური გამართოს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები