საქართველო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ფერარი, ბუგატი, მაკლარენი, ბენტლი, ლამბორგინი, მაიბახი
Aa
Aa

საქართველოში ძვირადღირებული ავტომობილების რაოდენობა იზრდება - რამდენი Lamborghini, Ferrari, Bugatti და Rolls-Royce დადის ქვეყანაში

საქართველოს ავტოპარკში ძვირადღირებული ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

Bugatti, Maybach, Ferrari, McLaren და Lamborghini — ეს იმ ავტომობილების ბრენდებია, რომელთა ნახვაც საქართველოს გზებზე წლების წინ თითქმის შეუძლებელი ან იშვიათობა იყო, დღეს კი მათი რაოდენობა საკმაოდ თვალშისაცემია.

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის 177 Bentley, 126 Rolls-Royce და 127 Lamborghini არის რეგისტრირებული. შედარებით იშვიათ ბრენდებს შორის კი ქვეყანაში სულ 5 Bugatti და 6 Maybach ფიქსირდება.

უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ რამდენი ძვირადღირებული ავტომობილია რეგისტრირებული საქართველოში და როგორ შეიცვალა მათი რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით:

- Lamborghini — საქართველოში ჯამში 127 ავტომობილია რეგისტრირებული (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში — 78);
- Ferrari — ავტომობილების საერთო რაოდენობა 111-ს შეადგენს (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში — 90);
- Bugatti — ქვეყანაში 5 ავტომობილია რეგისტრირებული (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში — 4);
- Rolls-Royce — ჯამში 126 ავტომობილია (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში — 113);
- Aston Martin — 40 ავტომობილია რეგისტრირებული (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში — 33);
- Bentley — ავტომობილების რაოდენობა 177-ს შეადგენს (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში — 151);
- McLaren — საქართველოში 9 ავტომობილია რეგისტრირებული (გასული წლის ანალოგიურ პერიოდშიც — 9);
- Maybach — ქვეყანაში 6 ავტომობილია (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში — 5).

წყარო - bpn.ge

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები