თბილისი, ილია თოფურია, თბილისის საცობები
Aa
Aa

„სად არ ვყოფილვარ, ასეთი საცობები არსად მინახავს“ | ილია თოფურია

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, გამოცემა La Gazzetta Georgia-სთან ინტერვიუში თბილისის საცობებზე ისაუბრა. კერძოდ, ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რას შეცვლიდა ის საქართველოში, თოფურიამ სწორედ საცობების პრობლემა დაასახელა:

„რას შევცვლიდი? ერთ რაღაცას პირველ რიგში — საცობებს. ყველაზე საშინელი საცობები, რაც მსოფლიოში მინახავს. სად არ ვყოფილვარ, ასეთი საცობები არ მინახავს არასდროს, არსად...

ძალიან სტრესული პროცესია, როცა ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილება გიწევს, ის, რომ ცალკე შენი მოვალეობები უნდა შეასრულო და თან ის, რომ საცობში უნდა იდგე. რასაც აუცილებლად შევცვლიდი, მე პირადად, არის საცობები, იმისთვის, რომ მოქალაქეების ენერგია და დრო დაიზოგოს.

თან, როცა ვხედავ, რომ ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს ზოგადად თბილისში, ეს იმაზე მიუთითებს, რომ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მანქანაც იქნება, უფრო მეტი საცობებიც. დიდი სიამოვნებით გადავხედავდი თვითონ ქალაქის პროექტს. როგორ აქვთ ეს ყველაფერი დაპროექტებული (დაპროგრამებული), რომ, დავუშვათ, დღეს 2026 წელში ვართ, მაგრამ, მაგალითად, 2030 წელს რა გვექნება და როგორ განვითარდება ეს მთლიანი ინფრასტრუქტურა, რომ ასეთი საცობები არ იყოს...

იმიტომ, რომ თბილისს ისეთი პრობლემა აქვს, რომ ნებისმიერ ადგილზე, სადაც არ უნდა გინდოდეს წასვლა, ქალაქში უნდა გაიარო. არ აქვს გარედან ეს მთლიანი სისტემა, რომ, დავუშვათ, როგორც ესპანეთშია: ავტობანებია და ქალაქის ყველა პუნქტს თავისი შესასვლელები აქვს და ასე მოძრაობენ. წრიული ხაზებია.

ამის ნახვა იქნებოდა ჩემთვის ძალიან საინტერესო, რომ დავმშვიდდე. თორემ ისე, ქალაქი შეიძლება ძალიან მაგარი იყოს, ყველაფერი ძალიან მაგარი გქონდეს, მაგრამ თუ დაისტრესე, აქ ცხოვრებაში… რა ვიცი“, — თქვა UFC-ის ქართველმა მებრძოლმა La Gazzetta Georgia-სთან საუბარში.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები