ნისანი, ტექნოლოგიები, ეკოლოგია, მასალები, კომპოზიტური მასალები
Aa
Aa

Nissan-ი ავტომობილების წარმოებაში ანანასის გამოყენებას გეგმავს...

ანანასისგან დამზადებული ავტომობილის ნაწილები ერთი შეხედვით საპირველაპრილო ხუმრობას ჰგავს, თუმცა Nissan-მა რეალობად აქცია. გარემოსდაცვითი სტრატეგიის — Nissan Green Program 2030-ის ფარგლებში, იაპონურმა ავტომწარმოებელმა შექმნა მსუბუქი, კონკურენტუნარიანი ფასის მქონე პლასტმასა, რომელიც ანანასის ბოჭკოებითაა გამაგრებული და სამომავლოდ ტრადიციული საავტომობილო მასალების, მათ შორის ნახშირბადის ბოჭკოს ალტერნატივადაც კი შეიძლება იქცეს.

ასევე იხილეთ: როგორ გაიქცა იაპონიის ციხიდან Nissan-ის გადამრჩენელი ბოსი?

Nissan-ი წარმოებაში ანანასის ფოთლებს იყენებს, რომელთა მილიონობით ტონაც ყოველწლიურად ნარჩენების სახით ნაგავსაყრელზე ხვდება. ავტომწარმოებელმა იაპონურ კომპანია Food Reborn-თან ერთად შეიმუშავა მსოფლიოში პირველი ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც ანანასის ფოთლებიდან გამოყოფილ ბოჭკოებს ბრტყელ ძაფად გარდაქმნის. შემდგომ ეტაპზე ამ ძაფისგან ქსოვილის ფურცლები იქსოვება და მსუბუქი კომპოზიტური მასალების გასამაგრებლად გამოიყენება.

Nissan-ი ავტომობილების წარმოებაში ანანასის გამოყენებას გეგმავს... — ფოტო 1
Nissan-ი ავტომობილების წარმოებაში ანანასის გამოყენებას გეგმავს... — ფოტო 2
Nissan-ი ავტომობილების წარმოებაში ანანასის გამოყენებას გეგმავს... — ფოტო 3

ეს მეთოდი სელის ბოჭკოს გამოყენების პრაქტიკას ჰგავს, რომელსაც რამდენიმე ავტომწარმოებელი მიმართავს — ამ მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი Porsche-ა, რომელმაც სელით გამაგრებული პლასტმასი პირველად 2020 წელს, სარბოლო Cayman GT4 Clubsport-ზე გამოიყენა. თუმცა, Nissan-ის მტკიცებით, ანანასის ბოჭკოებს გაჭიმვის მიმართ ბევრად უფრო მაღალი სიმტკიცე აქვს, ვიდრე სელის ალტერნატივას.

ორგანული ბოჭკოების ბაზაზე შექმნილი კომპოზიტური მასალები წონითა და სიხისტით კარბონს უტოლდება, რაც დადებითად აისახება როგორც ავტომობილის დინამიკაზე, ისე უსაფრთხოებაზე. დღემდე მსგავსი მასალები სარბოლო მანქანების არასტრუქტურულ კომპონენტებში (ფრთები, კაპოტი) გამოიყენებოდა, ხოლო ფორმულა 1-ის ზოგიერთმა გუნდმა ისინი სარბოლო სავარძლების დამზადების პროცესშიც კი დანერგა.

Nissan-ი ავტომობილების წარმოებაში ანანასის გამოყენებას გეგმავს... — ფოტო 1
Nissan-ი ავტომობილების წარმოებაში ანანასის გამოყენებას გეგმავს... — ფოტო 2

Nissan-მა ახალი ტექნოლოგია R35 GT-R-ის კაპოტის მაგალითზე წარადგინა, რომელსაც სავენტილაციო ჭრილებიც კი ინტეგრირებული აქვს. პირველ ეტაპზე კომპანია მასალას იმ სარბოლო სერიებში (მაგალითად, GT4 კლასში) გამოიყენებს, სადაც რეგლამენტი არასტანდარტული ძარის პანელებისთვის სწორედ ბუნებრივი ბოჭკოებით გამაგრებული პლასტმასის გამოყენებას ითხოვს. ბრენდის განცხადებით, მასალა იდეალურია სხვა ინდუსტრიებისთვისაც, სადაც დღეს კარბონი დომინირებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები