აუდი, სპორტქარი, ფურგონი, აუდი ერეს4, აუდი ერეს4 ავანტი
Aa
Aa

2020 წლის Audi RS4 ABT-ს ხელში კიდევ უფრო მიმზიდველია

ისედაც უკვე სწრაფ ფურგონს ახლა უკვე 530 ცხენის ძალა აქვს.

Audi RS6 Avant-ისა და RS7-ის წარმატებული პროექტების შემდეგ, ABT-მ საბოლოოდ ხელი შედარებით მცირე ზომის RS4 Avant-ს მოჰკიდა. ეს პროექტიც წარმატებით შედგა და ახლა ეს მანქანაც აგრესიულია, როგორც მექანიკურად, ასევე გარეგნულად.  

2.9-ლიტრიან „ტვინ-ტურბო“ V6 ძრავას ახალი გაგრილების და ჰაერის შემწოვი სისტემები აქვს. ჯამში მანქანა 530 ცხენის ძალა გამოიმუშავებს.

ასევე არსებობს ნაკლებად მძლავრი 510-ცხენისძალიანი მოდელიც. ორივე ავტომობილის შემთხვევაში ABT მაქსიმალურ სიჩქარეზე ინფორმაციას არ ავრცელებს.

ABT განახლებულ უკანა ფრთასაც გვთავაზობს. კარბონის მაყუჩებიც ახალია. ყველაზე საინტერესო მაინც მანქანის უკანა თაღებში საჰაერო ნახვრეტებია.

ხელშეუხებელი არც ინტერიერი დარჩენილა. განახლებები ჩართვა-გამორთვის ღილაკს, სავარძლების საფარს და მონაცემთა დაფაზე კარბონს მოიცავს. დამატებით ხელმისაწვდომია ABT-ს სიჩქარეების გადამრთველის საფარი.

ეს ყველაფერი კი RS4 Avant-ს უფრო აგრესიულს და მიმზიდველს ხდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები