Aa Aa
12 ოქტომბერი 2020  |  13:00

კენ ბლოკის 14 წლის შვილი Fox Body Mustang-ით დრიფტაობს

მანქანის მართვა ყველამ ასე უნდა ისწავლოს.

რამდენიმე დღის წინ კენ ბლოკმა თავის ქალიშვილს, დრიფტის სასწავლად, Fox Body Mustang-ი აჩუქა. დღეს კი გოგონას დრიფტში პირველ ნაბიჯებს იხილავთ.

საზოგადოდ, მანქანის მართვის შესწავლა ახალგაზრდა ადამიანისთვის საკმაოდ ამაღელვებელი გამოცდილებაა. კენ ბლოკის შვილისთვის კი ეს დღე უფრო დასამახსოვრებელი იქნება. მეთოთხმეტე დაბადების დღეზე საჩუქრად მან ეს თეთრი კაბლიოლეტი Mustang-ი მიიღო.

წლის დასაწყისში ლია ბლოკმა დონატები 355 ცხენის ძალიან Gymkhana Ford Escort-ით მარტივად შეასრულა. ექსტრემალური მართვა მან მექანიკური გადაცემათა კოლოფიანი ავტომობილის მართვის სწავლიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მოახერხა.

ალბათ მოგეხსენებათ, რომ ხშირად მშობლისგან სწავლა რთულია. სწორედ ამიტომ, კენმა ლეა Formula Drift-ის ჩემპიონ - ვონ გიტინ ჯუნიორს მიაბარა. „არ აქვს მნიშვნელობა გამოხვალ თუ არა დრიფტერი. დრიფტი უნარია, რომელიც ნებისმიერ დისციპლინაში გამოგადგება. შენ ავტომობილს უფრო უკეთ შეიგრძნობ, მის კონტროლს ისწავლი და მოსახვევებს უკეთესად გაუმკლავდები.“ - ასე დაარიგა ჩემპიონმა ლია.

გაკვეთილის მიმდინარეობისას, გამაგრილებელმა სისტემამ გაჟონა, რამაც გართობა შეაჩერა. თუმცა, ბამპერში რამდენიმე ღიობის ამოჭრის შემდგომ ლია მოედანს დაუბრუნდა. სამწუხაროდ, Mustang-ს სხვა ნაწილების პრობლემაც შეექმნა. გიტინმა აღნიშნა, რომ ეს მოვლენა დრიფტის რეალური სამყაროს ნაწილია.

გაზიარება: