Aa
Aa

მაშუქების გათბობის სისტემა მომავლის უსაფრთხოების ტექნოლოგიად შეიძლება მოგვევლინოს

ეს სისტემა საქარე მინებისთვის უკვე არსებობს და მაშუქებზე რატომ არ უნდა გამოვიყენოთ?

უკვე დიდიხანია, რაც ავტომობილებს სავარძლების, საჭის და წინა და უკანა შუშების გათბობა აქვს. ასეთი სისტემები უსაფრთხოების და კომფორტის ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ერთი დეტალი ცივად შეუმჩნეველი დარჩა. გერმანულმა სამეცნიერო მატერიალების კომპანიამ - Canatu-მ - მაშუქების გათბობის კონცეპტი წარადგინა.

თითქმის ყველა ახალი ავტომობილი LED შუქებს იყენებს, რაც თოვლისა და ყინულის დასადნობად საკმარის სითბოს არ გამოიმუშავებს. ეს კი მძღოლის მხედველობას მნიშვნელოვნად ზღუდავს. ეს პრობლემა არამარტო ადამიანური ფაქტორისთვისაა ხელის შემშლელი, არამედ ყინულისა და თოვლის ფენა ავტონომიური მართვის ტექნოლოგიების სრულფასოვან მუშაობასაც უშლის ხელს.

ყინვას, მაშუქებთან ერთად, ხელის შეშლა ისეთი მოწყობილობებისთვისაც შეუძლია, როგორიც მაგალითად ადაპტირებადი კრუიზ-კონტროლია. გერმანულმა კომპანიამ პრობლემის გადაჭრის გზა შემოგვთავაზა. მაღლა მოცემულ ვიდეოში Canatu-ს პროდუქცის დემონსტრაციის ხილვას შეძლებთ. ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორც ქრება მაშუქის ზედაპირზე ზამთრის ნადები.

ზედაპირის გაგრილებასთან ერთად კომპანია ინტერიერის კონტაქტურ წერტილებზეც მუშაობს. მიზანი ნებისმიერი ზედაპირისთვის სენსორული ფუნქციის მინიჭებაა. მათი თქმით, ეს ტექნოლოგია ავტომობილის ინტერიერში ფუნქციების განთავსების გამოწვევას დაძლევს. Canatu-ს ჭკვიანი სენსორები დიზაინერებს კოკპიტის გამარტივების საშუალებას მისცემს.

მიუხედავად უამრავი იდეისა, ეს ტექნოლოგიები საწარმოო მოდელებში დამკვიდრებული ჯერ არ არის, რაც კომპანიას ხედვებისა და პროდუქტის დახვეწის საშუალებას აძლევს. ფაქტია, რომ საავტომობილო ტექნოლოგია ელვის სისწრაფით ვითარდება და მომავალი უფრო და უფრო ამაღელვებელი ხდება.

მსგავსი სიახლეები