დრეიკმა უნიკალური Mercedes-Benz G-Class-ი წარადგინა | 1999 წლის მოდელი ინდივიდუალური დიზაინით
კანადელი რეპერის დაკვეთით დამზადებული 2-კარიანი Mercedes-Benz G500 Safari გამორჩეული დიზაინით და დრეიკის ლეიბლთან დაკავშირებული დეტალებით გამოირჩევა. მოდელზე S-KLUB LA-მ იმუშავა.
დრეიკმა თავისი ახალი ავტომობილი წარადგინა — 1999 წლის Mercedes-Benz G-Class-ის უნიკალური ვერსია, რომელიც სტანდარტული G-Wagen-ისგან ერთი შეხედვითაც კი რადიკალურად განსხვავებულია. გერმანული SUV-ის მოდიფიცირებაზე S-KLUB LA-მ იმუშავა.
ასევე იხილეთ: რა მანქანებს ფლობდნენ ცნობილი ადამიანები გამდიდრებამდე?
უნიკალურ პროექტს საფუძვლად უიშვიათესი G500 Europa Edition-ი უდევს, რომელიც საბოლოოდ 2-კარიან Safari-ს ტიპის მაღალი გამავლობის მქონე ავტომობილად გარდაიქმნა. მას ღია სახურავი და ქარხნული ვერსიისგან მკვეთრად განსხვავებული ძარის დიზაინი აქვს.
ცნობისთვის, ქარხნულად Mercedes-Benz G500 Europa Edition-ს 5-ლიტრიანი M113 V8 ძრავა უყენია, რომელიც 5-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთანაა დაკავშირებული. მოდელი 296 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მაქსიმალურ სიჩქარეს 190 კმ/სთ-ზე აღწევს.

კანადელმა რეპერმა ახალი მოდელის ფოტოები სოციალურ ქსელ Instagram-ის საშუალებით გააზიარა. მოდელის განსაკუთრებულობას არა მხოლოდ კონსტრუქცია, არამედ OVO-სთან დაკავშირებული დეტალებიც განაპირობებს. პერსონალიზებული დეტალები დატანილია SUV-ის სახურავზეც — მათ შორის, ICE MAN-ის წარწერა, რაც დრეიკის ბოლო ალბომის სახელწოდებაა.

ცვლილებები მივიღეთ ავტომობილის სალონშიც. მათ შორის, განახლებულია აუდიოსისტემა და მასში Audison Thesis-ის დინამიკები და DSP Forza-ს გამაძლიერებლებია დამატებული. შედეგად, G-Class-ს მძლავრი, სპეციალურად მისთვის შექმნილი ხმის სისტემა აქვს.
S-KLUB LA-ს მიერ შექმნილი მსგავსი, Safari-ს სტილის უნიკალური G-Class-ი წარსულში $400 000-ად იყიდებოდა. თუმცა დრეიკის მიერ შეძენილი ვერსიის ღირებულება ამ ეტაპზე უცნობია.

დრეიკი ძვირად ღირებული და იშვიათი ავტომობილების კოლექციითაა ცნობილი. მისი ავტოფარეხის სავარაუდო ღირებულება $9 მილიონს აღწევს. კოლექციაში შედის Bugatti Veyron Sang Noir-ი, დაახლოებით $1.3-მილიონიანი ღირებულებით, ასევე Rolls-Royce Cullinan-ი, Mercedes-Benz SLR McLaren-ი, Brabus 850, Rolls-Royce Wraith-ი და ა.შ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს