ფოლცვაგენი, ფოლკსვაგენი, ფოლკსვაგენ გრუპი, კორონავირუსის პანდემია, რეკლამა, სარეკლამო რგოლი
Aa
Aa

„ფოლკსვაგენ გრუპის“ სოციალური პასუხისმგებლობის რეკლამა

კორონავირუსის პანდემიის ეფექტის შესამცირებლად თითქმის ყველა ქვეყანაში განსაკუთრებული ზომებია მიღებული, მათ შორის ადამიანებს შორის 2 მეტრი დისტანციის დაცვა.

COVID-19-ის პანდემიის გამო ბევრმა ავტომწარმოებელმა იზარალა. ეს გაყიდვებსა და წარმოებაზე მკვეთრად აისახა. ევროპულმა ავტომწარმოებლებმა ქარხნები დახურა. ამ ვითარებაში „აუდიმ“ და „ფოლკსვაგენმა“ ბრენდის ლოგოტიპების დროებით შეცვლა გადაწყვიტეს.

Audi-მ და Volkswagen-მა, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ბრენდების ლოგოტიპების განახლებული ვერსია შექმნეს. მათ ლოგოტიპების ელემენტებს შორის მეტი დაშორება გააკეთეს. მთავარი აზრი კი კომუნიკაციის დროს, ვირუსის თავიდან ასარიდებლად, დისტანციის დაცვის იდეის მხარდაჭერაა.

 „აუდის“ ლოგოს შემთხვევაში მათ ოთხივე გადაბმული ბეჭედი განაცალკევეს, „ფოლკსვაგენმა“ კი „V“ და „W“ ასოების დაშორება გაზარდა. VW-ს განახლებული ლოგო სოც-მედიაში ცოტა ცინიკურად მიიღეს და სხვანაირი ინტერპრეტაცია მისცეს.

„V“ (Volks) ასო, რომელიც ადამიანებს აღნიშნავს, ავტომობილებისგან (Wagen) უფრო დააშორეს, რაც ავტომოყვარულების აზრით, დღევანდელი ავტოინდუსტრიის მომხმარებლის მოთხოვნების და აზრების გაუთვალისწინებლობას ხაზს უსვამს.

კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით ბევრ ქვეყანაში სწავლა, მრავალკაციანი შეკრებები და საერთაშორისო ფრენები გააუქმეს და მსოფლიოს მასშტაბით ჯანდაცვის ორგანიზაციები ხალხს მიმართავენ, რომ ერთმანეთთან კომუნიკაციის დროს მინიმუმ 2-მეტრიანი დისტანცია შეინარჩუნონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები