უკან გაწვევა, ფორდი, ლინკოლნი, ფორდ ფიესტა, ფორდ ფიუჟენი, ლინკოლნ ემქეიზეტი
Aa
Aa

Ford-ი 250 000 Fiesta, Fusion და Lincoln MKZ-ს უკან იწვევს კარების საკეტის წუნის გამო

გაწვევის პროგრამა 2014-2015 Ford Fiesta-ს, 2014-2016 Ford Fusion-ს და 2014-2016 Lincoln MKZ-ს ეხება

  • კარების საკეტის წუნის გამო „ფორდმა“ შეერთებულ შტატებში 248 912 მოდელი უკან გაიწვია.
  • გაწვევვა სამ სედანს ეხება: Ford Fiesta-ს, Fusion-ს და Lincoln MKZ-ს.
  • გაწვევის პროგრამაში მოხვედრილი ავტომობილების მფლობელებს გაწვევის შესახებ კომპანია 4 მაისს შეატყობინებს. მანამდე თქვენი ავტომობილი NHTSA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ შეამოწმოთ, გაწვევის სიაში თუ მოხვდა თქვენი ავტომობილი.

 „ფორდმა“ დაახლოებით 250 000 ავტომობილის უკან გაწვევის კამპანია გამართა. გაწვევა კარების წუნიანი საკეტის მექანიზმის გამო დაიწყეს, რომელიც მაღალი სიცხის გამო იშლება და კარს მჭიდროდ ვეღარ კეტავს. „ფორდი“ ამბობს, რომ კარების დაკეტვის რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, მგზავრები ავტომობილის გზაზე მოძრაობისას კარების კვლავ გაღებისგან დაცული მაინც არ არიან.

უკან გაწვევა „ფორდის“ სამ სედანს ეხება : 2014–2015 Ford Fiesta-ს, 2014–2016 Ford Fusion-ს და 2014–2016 Lincoln MKZ-ს. ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ ამ წუნთან დაკავშირებული არც ერთი საგზაო ინციდენტი არ დაფიქსირებულა. საკეტის პრობლემის მქონე ავტომობილების უმეტესობა ალაბამას, არიზონას, არკანზასის, კალიფორნიას, ფლორიდას, ჯორჯიას, ჰავაის, ლუიზიანას, მისისიპის, ნევადას, ოკლოჰომას, ორეგონის, სამხრეთ კაროლინას, ტეხასის, იუტას და ვაშინგტონის შტატებშია დარეგისტრირებული.

პრობლემის აღმოფხვრა საკმაოდ მარტივია, „ფორდის“ ოფიციალური სერვის ცენტრები ამ საკეტებს ახლებით შეცვლიან, რომლებიც სიცხის ზემოქმედების ქვეშ არ იშლება და არ ფუჭდება.

ამიტომ, თუ რომელიმე თქვენგანს ზემოხსენებული მოდელების და აღნიშნული პერიოდის ავტომობილები ამერიკიდან გაქვთ ჩამოყვანილი, NHTSA-ს ოფიციალურ საიტზე გადაამოწმეთ, არის თუ არა თქვენი ავტომობილი გაწვევის სიაში მოხვედრილი. შემდგომ თბილისში არსებულ "ფორდის" ოფიციალურ დილერს მიმართეთ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები