კორეელების ახალი ბიზნეს კლასი: 2021 წლის Genesis G80
2021 წლის Genesis G80-ის დებიუტი ახლახანს შედგა და ის GV80-ის ექსტერიერის და ინტერიერის დიზაინის ბევრ ელემენტს იზიარებს.
Genesis GV80-ის სუვის წარდგენა იანვარში მოხდა, სადაც ახალი ე.წ. „ოთხნათურებიანი“ დიზაინის წარადგინეს. ახლა დიზაინის იგივე ელემენტები კომპანიის სედანში იკვეთება. 2021 წლის Genesis G80-ის დებიუტი კორეის სათაო ოფისიდან ონლაინ ტრანსლაციის მეშვეობით შედგა. პრეზენტაციის დროს, განახლებული დიზაინის გარდა, 3 ახალი ძალოვანი აგრეგატები და უამრავი ახალი ტექნოლოგია წარადგინეს, რომლითაც ახალი G80 აღჭურვილია.
GV80-ის წინა მაშუქები და ფარის ფორმის ცხაურა ახალ G80-ში ფაქტობრივად უცვლელად გადმოიტანეს, მხოლოდ ცხაურას დახრის კუთხე შეცვალეს, რათა ავტომობილს მეტად აგრესიული შეხედულება მიეცა.
ახალი სედანის GV80-თან მსგავსება 20-იან დისკებსა და ძარის ფორმებში იკვეთება.
G80-ის სედანი სუვის ექსტერიერის და ინტერიერის ბევრი მსგავსების მიუხედავად, მაინც უნიკალურად გამოიყურება. მოდურ და მდიდრულად გაკეთებულ ინტერიერში პირველი თვალში ინფორმაციულ-გასართობი სისტემის 37 სანტიმეტრიანი ეკრანი გხვდებათ. 3D მაჩვენებელთა დაფა 32 სანტიმეტრიანი ეკრანით არის აღჭურვილი. Apple Car Play და Android Auto G80-ის სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის. G80 და GV80-ის სალონებს მხოლოდ საჭით თუ განვასხვავებთ, ხოლო მასალების მრავალფეროვნებას და ხარისხს რაც შეეხება, ეს „ჰიუნდაის“ პრემიუმ ბრენდია და ამიტომ არჩევანის ნაკლებობის ან ხარისხით უკმაყოფილო არ დარჩებით.

2021 წლის მოდელის განახლებებს შორის ახალი უსაფრთხოების სისტემებია, როგორებიცაა ავტომატური საგანგაშო დამუხრუჭება, ბრმა-ზონების გაუმჯობესებული კონტროლი და Highway Driving Assist II, რომელიც ადაპტირებადი კრუიზ კონტროლის გარდა, ზოლებს შორის ავტომატურ გადასვლას განახორციელებს - მხოლოდ ციმციმას ჩართვა მოგიწევთ.
G80-ის ძალოვანი აგრეგატები, წინამორბედთან შედარებით, რადიკალურად შეიცვალა. 3,3 და 3,8-ლიტრიან V6 ვერსიებს, ისევე, როგორც ყველაზე მძლავრ 5-ლიტრიან V8 ძრავებს აღარ ვიხილავთ. მათ ნაცვლად 2,5-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი 300-ცხენისძალიანი ტურბო ძრავა და 3,5-ლიტრიანი 375-ცხენისძალიანი V6 ჩაანაცვლებს. ამერიკის გარდა, სხვა ქვეყნებში ასევე 2,2-ლიტრიანი 207-ცხენისძალიანი დიზელის ძრავის ვერსიაც ხელმისაწვდომი იქნება.
„ჯენეზისის“ განცხადებით, ახალი G80-ის სედანის კონსტრუქციის 19% ალუმინის ნაწილებისგან შედგება, მის წინაპართან შედარებით 110 კილოგარმი დაიკლო. ახალი უკანაწამყვანი პლატფორმა უფრო დაბალი წონის წერტილს განაპირობებს, რაც ავტომობილის მოქნილობაზე დადებითად აისახება.
„ჯენეზისი“ ოფიციალურ ფასს არ აცხადებს, მაგრამ ცნობილია, რომ ავტომობილის გაყიდვები წელს ჯერ კორეაში დაიწყება და წლის მეორე ნახევარში უკვე სხვა ქვეყნების ბაზრებზეც გამოჩნდება.