პიკაპი პირდაპირ ეთერში ტბაში ჩაიძირა
ეს ზუსტად პირდაპირი ჩართვის დროს მოხდა.
ვის შეუძლია ამ სამყაროს უცნაურობების ამოხსნა? ამ ვიდეოში ჩანს, თუ რამდენად სწრაფად იძირება ტბაში პიკაპი და ამას ყველა მშვიდად უყურებს.
ეს შემთხვევა სფრინგფილდში, ილინოისში 29 ივლისს 6:20-ზე მოხდა. ზუსტი დრო ვიცით, რადგან NewsChannel 20-ს კორესპონდენტ იაკობ ემერსონს პირდაპირ ჩართვა ჰქონდა. როგორც ჩანს, ახალი ტბის პროექტმა ორაზროვნება გამოიწვია, ამიტომ ჟურნალისტმა ჩართვისთვის შესაფერის ადგილად ეს ტბა შეარჩია. საბედნიეროდ, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.
ვიდეოში ჩანს, როგორ გადაადგილდება უკუსვლით GMC Sierra HD. შემდეგ ცოტა ხნით კადრიდან ქრება, ბოლოს კი ჩანს, როგორ იძირება ის წყალში. რა მოხდა ზუსტად უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ავტომობილი ნავის ბაქნიდან დაცურდა.
ამ პიკაპზე დეტალები არ ვიცით, თუმცა, ცხაურის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ეს Denali ვერსია უნდა იყოს, რომლის ფასიც $67,690-ია.