Tesla Model S-ს ახალი კონკურენტი ეყოლება: Mercedes-Benz EQE
ავტომწარმოებლის E-class-ის ზომის ელექტრო სედანს ბევრი ძლიერი მხარე ექნება.
2012 წელს Tesla Model S გამოვიდა, რომელმაც ელექტრო მანქანების წარმოების მიმართ ინტერესი განაახლა. ამ მანქანას ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა მთავარი ასპექტები, რითიც მოწონება დაიმსახურა იყო ის, რომ მანქანა სისწრაფესა და გამძლეობას აერთიანებს. იმდენად კარგი იყო, რომ გამოსვლიდან 8 წლის შემდეგაც უკონკურენტოა.
მართალია, მას შემდეგ ავტომობილი კიდევ უფრო სწრაფი და გამძლე გახდა, ცვლილებები არც თუ ისე დიდია. გამძლეობა 628 კილომეტრია. 0-100კმ/სთ-მდე კი 3.1 წამში აღწევს.
დღეს Model S-ი, ექსტერიერის განახლებების შედეგად, ერთ-ერთი ყველაზე ელიტური ავტომობილია.
Tesla ამაზე შეჩერებას არ აპირებს. ისინი სპორტული ვერსიის Plaid-ის გამოშვებას აპირებენ. ეს იქნება კომპანიის პასუხი Porsche Taycan-ზე. ახალი Tesla Porsche-ზე სწრაფი და იაფი იქნება.
Taycan-ი ზედმეტად ძვირია და Model S-ის მსგავსი გამძლეობა აკლია.
მანქანა, რომელსაც Tesla-ს გამოწვევას შეეცდება ახალი Mercedes-Benz EQE იქნება. კომპანიას ჯერ მხოლოდ EQC EV SUV აქვს გამოშვებული. მართალია, Tesla Model X-ზე გამძლე არ არის, მაგრამ მასაც ბევრი ძლიერი მხარე აქვს.
Mercedes EQE EQC-ზე სწრაფი და გამძლე უნდა იყოს. EQC-ს კომფორტს Tesla-სი ნამდვილად ვერ შეედრება. მანქანის ექსტერიერი უფრო მდიდრული და მოსახერხებელია, ვიდრე Model X-ის.
რა თქმა უნდა, Mercedes-ს ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია. ამის გარანტია თვითონ უკვე მარკაა.

პაპარაცული ფოტოებიდან ჩანს, რომ ელექტრო მოტორმა მანქანაში დიდი ადგილი დაიკავა. სანამ ახალი EQS-ი იმდენივე ეღირება, რამდენიც Taycan-ი, EQE შედარებით იაფი იქნება. თუმცა, ნაკლები ფასი იმას არ ნიშნავს, რომ ნაკლებ კომფორტს შემოგვთავაზებს. მანქანის თვლების ბაზა E-Class-ის იდენტურია, ხოლო სალონში S-Class-ისთვის დამახასიათებელ სივრცეს უნდა ველოდოთ.
ავტომწარმოებელი EQE-ის რამდენიმე ვერსიას შემოგვთავაზებს. EQE400 მოდელი AWD იქნება, 402 ცხენის ძალით და 765ნმ-ით. გამძლეობა - 600კმ, რაც Model S-ის მაჩვენებელთან ახლოსაა.
ცუდი ისაა, რომ ბაზარზე 2023 წელს გამოვა. ამ დროისთვის Tesla-ს Model S უკვე განახლებული ექნება, რაც მეტ სიჩქარეს და გამძლეობას ნიშნავს. იმ დროისთვის უკვე Model S Plaid-ის დებიუტიც შედგება. უნდა ველოდოთ, რომ ილონ მასკის კომპანია სეგმენტში ლიდერობას შეინარჩუნებს.
Tesla-ს Model S-ის ახალი თაობის გამოშვების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ, თუ მასკი კონკურენტებისგან საფრთხეს იგრძნობს, მანქანის გამოშვებიდან 8 წელიწადის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას აუცილებლად გამოიყენებს და ავტომწარმოებლებისთვის ახალ თამასას შექმნის.
თუმცა, EQE-სგან მაინც ბევრს უნდა ველოდოთ. იმედია, მისი ტარება Model S-ის მართვაზე სახალისო იქნება. კარგი იქნებოდა, მანქანა 2022 წელს გამოსულიყო, რადგან EQS შემდეგ წელს გამოვა და ბევრი მსურველისთვის ხელმისაწვდომი ფასი არ ექნება.