რა დაემართა ამ Jeep Wrangler Rubicon-ს?
Jeep Wrangler Rubicon-ი, არაქარხნული მოდიფიკაციებით, ქუჩაში მიატოვეს...
განადგურებული Jeep Wrangler Rubicon-ი ახალ სამხრეთ უელსში, ავსტრალიაში გზის პირას დგას და ის საკმაოდ უცნაურად გამოიყურება.
ამ Wrangler-ის ისტორია უცნობია, თუმცა, დაზიანება შესამჩნევია. როგორც ჩანს, ეს ავტომობილი გზაზე ვეღარასდროს დაბრუნდება.
![]()
![]()
წინა ორი თვალი ამოვარდნილია. დაკიდების სისტემა დაზიანებულია. ორივე უკანა საბურავი გახეთქილია. წინა თვლის თაღი ადგილზე საერთოდ აღარაა.
უცნობია, როგორ დატოვეს ის ამ გზაზე. თუმცა, ერთი რამ ცხადია. Wrangler-ი თავისი ფეხით ამ ადგილამდე ვერ მოვიდოდა. ერთი შეხედვით იფიქრებთ, რომ ის „ფორსაჟის“ რომელიმე ფილმში ციდან ჩამოაგდეს. ერთადერთი ლოგიკური დასკვნა კი ისაა, რომ Jeep-ი მძიმე ავარიაში მოყვა, ამ ადგილამდე კი ევაკუატორით მიიყვანეს.
![]()
![]()
უკანა შუშაზე სტიკერია მიკრული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ Jeep-ზე პოლიციას უკვე შეატყობინეს, თუმცა, ფაქტი სახეზეა: Wrangler-ი არავის წაუყვანია.
კიდევ ერთი უცნაური ფაქტი ისაა, რომ Wrangler-ს ბევრი არაქარხნული მოდიფიკაცია აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ავტომობილის მფლობელი ავტოენთუზიასტია. ამიტომ, გზაზე დატოვებული Rubicon-ი კიდევ უფრო უცნაურია.
როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება ასეთი Jeep Wrangler-ი მიეტოვებინათ?