გამონაბოლქვის ახალმა რეგულაციებმა Ford-ს შემდეგი Focus RS-ის გამოშვება გადააფიქრებინა
სამწუხაროდ, ამ საყვარელი „ცხელი ჰეჩბეკის“ ახალ ვერსიას ვეღარ ვიხილავთ.
კომპანიის განცხადებიდან ვგებულობთ, რომ გამონაბოლქვის ევროპული სტანდარტების გამკაცრების, კერძოდ CO2-ის გადასახადების და ახალი ელექტრონიზიორებული RS-ის პლატფორმის შემუშავების სიძვირის გამო, Focus-ის „ცხელი“ RS ვერსიის გამოშვებას აღარ აპირებენ. კომპანიის გადმოსახედიდან, ეს აბსოლუტურად გამართლებული გადაწყვეტილებაა, რომელიც Focus RS მოდელების გასული წლების დაბალი გაყიდვებიდან გამომდინარე მიიღეს.
დიდი ხანია, რაც ონლაინ სივრცეში შემდეგი თაობის Focus RS-ის ჭორები დადის, რომ მას ახალი ჰიბრიდული ძალოვანი აგრეგატი ექნება, ახალ პლატფორმაზე იქნება აწყობილი და რომ მას დაახლოებით 400 ც.ძ. ექნება, რაც მას Mercedes-AMG A45-ის და Audi RS3-ის პირდაპირ კონკურენტად გახდიდა.

ბოლო გამოშვების, მესამე თაობის Focus RS-ი, რომელიც ბრიტანული Top Gear-ის მიერ 2016 წლის საუკეთესო ავტომობილად იყო გამოცხადებული, 345 ცხენისძალიანი აგრეგატით იყო აღჭურვილი.
„ფორდი“ აცხადებს, რომ სპორტული ავტომოვილების გამოშვებას არ შეწყვეტს. მიუხედავად იმისა, რომ RS ვერსია არსებობას წყვეტს, კომპანიის თქმით, მომხმარებელი სპორტული მოდელების, როგორებიც არის Focus და Fiesta ST, Mustang-ი და Ranger Raptor-ი, შეძენას შეძლებს.
მეოთხე თაობის Focus ST არც თუ ისე ცუდი ავტომობილია, მაგრამ RS ვერსიას ვერ შეედრება. თუმცაღა არსებობს Mountune-ის ტიუნინგ კომპანია, რომელიც ელემენტარულად ძრავის კომპიუტერის ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯზე ქარხნული ძრავიდან საგრძნობლად მეტ ცხენის ძალას ამოიღებენ.

რაც შეეხება „ფორდის“ გეგმებს, იმედი ვიქონიოთ, რომ გადაიფიქრებს და ბოლო თაობის RS მოდელს მოგვიანებით გამოუშვებს. „ფორდის“ ასეთი გულდამწყვეტი განცხადებები ადრეც ყოფილა, როდესაც 2008 წელს გამოსული მეორე თაობის Focus RS გამოუშვეს და თქვეს, რომ იგი კომპანიის უკანასკნელი RS იქნებოდა.