ახალი თაობის Subaru BRZ და Toyota 86 ძალის მცირე დამატებას მიიღებს
2020 წლის ივლისიდან Subaru იაპონიაში BRZ -ს შეკვეთებს აღარ მიიღებს.
ავტომწარმოებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანახმად, Subaru იაპონიაში BRZ -ს შეკვეთებს აღარ მიიღებს. კონკრეტულად როდიდან მოხდება ეს, Subaru-ს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
შემდეგი თაობის BRZ და Toyota 86 2021 წლის მარტში უნდა გამოსულიყო. თუმცა, კორონავირუსის გამო, შესაძლოა ეს უფრო გვიან მოხდეს. ისინი ახლანდელი შასის მოდიფიცირებულ ვერსიაზე იქნება. ჭორები, რომ Toyota TGNA-ს პლატფორმაზე გადაინაცვლებდა, არ გამართლდა. .

BRZ და 86, სავარაუდოდ, Subaru-ს FA24 2.4-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავით იქნება. ის 217 ცხენის ძალასა და 240ნმ-ს გამოიმუშავებს. შედარებისთვის, ახლანდელ მოდელს 205 ცხენის ძალა და 211ნმ აქვს.
როგორც ცნობილია, 6-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს კვლავ ვიხილავთ, თუმცა, ხელმისაწვდომი ავტომატური გადაცემათა კოლოფიც იქნება. ავტომატური გადაცემათა კოლოფები ჩრდილოეთ ამერიკაში ძალიან პოპულარულია და კომპანიაც სწორედ ბაზრის ამ სეგმენტის შევსებას აპირებს.

Subaru-მ დაToyota-მ 2019 წლის სექტემბერში გამოაცხადეს, რომ შემდეგი თაობის BRZ/86-ის შექმნაზე ითანამშრომლებდნენ. ამჟამინდელი მოდელების ახალი თაობით ჩანაცვლების გადაწყვეტილებაზე ისიც მეტყველებს, რომ Subaru-მ გერმანიაში Final Edition 86, როგორც სპეციალური მოდელი, გამოუშვა.