ერთი გამოშვების 30-მილიონიანი Ferrari 250 SWB Breadvan-ი დაიმტვრა
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი, Ferrari 250 SWB Breadvan-ი, ახლახან Le Mans Classic-ზე მძიმედ დაზიანდა.
თვალისმომჭრელი Ferrari 250 SWB Breadvan-ი 30 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ვიდეოში, რომელიც ქვემოთ არის მიმაგრებული ჩანს თუ რამდენად მძიმედ ზიანდება ის მოცურების შემდეგ. საბედნიეროდ, 31 წლის პილოტი უვნებელი გადარჩა.
მიუხედავად იმისა, რომ კადრში ავარიის გამომწვევი მიზეზი არ ჩანს, ვხედავთ, რომ 250 SWB Breadvan-ის მგზავრის მხარე და კუდი საბურავების ბარიერს არის დაჯახებული. იმისათვის, რომ ეს მოდელი სარბოლო ტრეკზე ოდესმე კიდევ ვიხილოთ მას საფუძვლიანი შეკეთება დასჭირდება. ეს ყველაფერი კი ძალზედ ძვირი ეღირება.
არც თუ ისე ხარისხიან კადრებში ჩანს, რომ წინა პანელი და ბამპერიც დაზიანებულია. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. გარდა ამისა, მანქანას დაკიდების სისტემის დაზიანებაც ეტყობა.
საოცარი ფაქტი ისაა, რომ ასეთი ძვირადღირებული ავტომობილი 60 წლის შემდეგაც სარბოლო ტრეკზე გაადადგილდება. საინტერესოა ისიც, რომ ეს ამ მოდელის პირველი ავარია არაა. 2015 წელს 250 SWB Breadvan-ი, რომელიც იმ პერიოდში 23 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, 7.5 მილიონიან Shelby Daytona Coupe-ს დაეჯახა. ინციდენტი სერიოზული არ იყო, მაგრამ მანქანას წინა ბამპერი და მაშუქები მნიშვნელოვნად დაუზიანდა.