Porsche Taycan Turbo-ს დრიფტის მცდელობა
ჩვენ Taycan-ის მიმართ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხს ვცემთ.
სრულიად ელექტრო Porsche Taycan-ი „პორშეს“ პირველი ელექტრომობილია, რომელიც ბრენდის დამახასიათებელ დიზაინსა და სპორტულ ხასიათს იზიარებს. Taycan-ს „პორშეს“ ლოგოები აქვს, მაგრამ იგი უნიკალურია, მანამდე გამოშვებულ არც ერთ მოდელს არ ჰგაქვს. „ტაიკანი“ ფასის, სპორტულობის და მანძილის დიაპაზონის მიმართ ძალიან ბევრ კითხვას იწვევს, მაგრამ ყველაზე საინტერესო კითხვა, რომელიც ავტოენთუზიასტის თავში შეიძლება გაჩდნეს, არის „დრიფტი თუ შეუძლია?“.
თუ Taycan-ის მონაცემების გარჩევების მოსმენა მოგბეზრდათ, მაშინ თქვენ სწორად მოხვდით. როგორც ყველამ ვიცით, ავტომობილი მხოლოდ ფურცელზე დაწერილი მონაცემებით არასდროს განისაზღვრება. დრიფტის შესაძლებლობა და მისი განხორციელების სიმარტივე კონკრეტული ავტომობილის ყოლის სიამოვნების განუყოფელი ნაწილია და „პორშეს“ ეს ყოველთვის კარგად გამოსდიოდა.
დახურული სატესტო მოედანი წვიმიან ამინდში ავტომობილის მოცურებისთვის საუკეთესო პირობებია. ძალიან ბევრი მართვის სკოლა ავტომობილის კონტროლის სწავლებისას ასეთ კომბინაციას იყენებს, რადგან ავტომობილის ქცევა, არასაკმარისი მოხვევადობა და უკანა ნაწილის მოცურება, ყველაზე კარგად ამ პირობებში იკვეთება. არასაკმარისი მოხვევადობის შემთხვევაში, მოხვეული საბურავების დროს, ავტომობილი წინ სიარულს აგრძელებს, რაც საკმაოდ არასასიამოვნო და ზოგიერთ შემთხვევაში სახიფათო გამოცდილება შეიძლება აღმოჩნდეს. ავტომობილის უკანა ნაწილის ასფალტის საფართან მოჭიდებას დაკარგვა მოცურებას იწვევს, რაც ყოველთვის სასიამოვნო პროცესია, რომელიც არაპროფესიონალის ხელში ხშირ შემთხვევაში ავარიით მთავრდება.

Porsche Taycan-ს სპორტული ავტომობილის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მონაცემები აქვს. ამ ოთხივეწამყვან ელექტრონულ სედანს 670 ცხენის ძალა და 848 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტი აქვს, რაც აბსოლუტურად საკმარისია, რომ ოთხივეწამყვანი მოცურება განახორციელოს. ერთი შეხედვით რთულია, მაგრამ პრაქტიკის შემდეგ ამასაც ისწავლით. Ken Block-საც კი მისი შთამბეჭდავი ილეთები პირველივე ჯერიდან ხანდახან არ გამოსდის.
თუ Taycan-ის ყიდვაზე ფიქრობთ და ეჭვი გეპარებათ, რომ ამ ავტომობილის მოცურებას ვერ გამოიწვევთ, ძალიან ცდებით. დასაწყისში დართული ვიდეო თუ არ გინახავთ, უყურეთ და თავად დარწმუნდებით, რომ Porsche Taycan-ს დრიფტი შეუძლია.