ავტოსპორტი, რალი, ჩხუბი, ტოიოტა ჯიარ იარისი, რალის მსოფლიო ჩემპიონატი, ხორვატიის რალი
Aa
Aa

სანამ Toyota ჩაიფრენდა, WRC-ს მაყურებლებმა ჩხუბი შუა გზაზე დაიწყეს

ეს შესაძლოა თანამედროვე რალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ავარია ყოფილიყო...

ხორვატიის რალის დროს საკმაოდ საშიში რამ მოხდა. მაყურებლებმა პირდაპირ გზაზე დაიწყეს ჩხუბი. საბედნიეროდ, სტიუარტებმა ისინი გზიდან გადაიყვანეს და ზუსტად 10 წამის შემდეგ Toyota GR Yaris Rally1 ჰიბრიდმა ჩაიფრინა.

ხანდახან საკვირველია, რამდენად შეიძლება უგულებელყოფდეს ადამიანი საკუთარ და სხვის უსაფრთხოებას. დაუდგენელი მიზეზით, ორმა მაყურებელმა WRC-ს ეტაპის დროს ჩხუბი დაიწყო. დანარჩენები უბრალოდ გაშველებას ცდილობდნენ, მაგრამ ყველაფერი ერთ დიდ ქაოსში გადაიზარდა. რამდენიმე ადამიანი რალის პილოტების მარშრუტზე აღმოჩნდა.

უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ჩარევით, მოჩხუბარი კაცები გზიდან ძლივს გადაიყვანეს. სულ რამდენიმე წამში კი მფრინავი Toyota-ც გამოჩნდა.

ხორვატიის რალი ყველასთვის ემოციურად ძალიან დატვირთული გამოდგა. ტესტების დროს ირლანდიელი კრეიგ ბრინი თავისი Hyundai-თ ავარიაში დაიღუპა. რბოლაში Toyota GR Yaris Rally1 ჰიბრიდის პილორმა ელვინ ევანსმა გაიმარჯვა და, გარდაცვლილი კოლეგისთვის პატივის მისაგებად, პოდიუმზე ირლანდიის დროშა აიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები