ავარია, ფერარი, სუბარუ, სუბარუ იმპრეზა, ფერარი 360
Aa
Aa

Ferrari 360 Challenge Stradale პიკაპს დაეჯახა და Subaru Impreza-ზე შეაგდო

იშვიათი Ferrari-ს მფლობელი მელბურნში ავარიაში მოყვა და ეს ავარია ძალიან ძვირად დაუჯდება.

ძალიან ცოტა სუპერქარს თუ აქვს ისეთი ხმა და ქარიზმა, როგორიც Ferrari 360 Challenge Stradale-ს, რომელიც სარბოლო ტრასაზე ორიენტირებული ვერსიაა. ახლახან ავსტრალიაში ავარიაში ამ იშვიათი ავტომობილიდან ერთ-ერთი დაიმტვრა, როცა მძღოლმა კონტროლი დაკარგა და პიკაპს დაეჯახა.

წითელი Ferrari მელბურნის ერთ-ერთ ქუჩაზე გადაადგილდებოდა, როცა უცნობი მიზეზით მძღოლმა კონტროლი დაკარგა. მოცურდა და Nissan Navara-ს დაეჯახა, რომელიც საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილდებოდა. სიმაღლეში განსხვავებამ Ferrari ტრამპლინად აქცია. პიკაპი ჰაერში აიწია და Subaru Impreza-ს დაეცა.

საბედნიეროდ, ავარიაში არავინ დაშავებულა, მაგრამ Ferrari და Subaru განადგურებულია.

Challenge Stradale 360 Modena-ს უფრო მსუბუქი და ძლიერი ვერსიაა. მისი 3.6-ლიტრიანი V8 ძრავა 419 ცხენის ძალას და 373ნმ-ს გამოიმუშავებს.

Ferrari-ს თითქმის მთელი კორპუსი დაზიანებული აქვს, თუმცა, ძრავა არ უნდა დაზიანებულიყო და, სავარაუდოდ, ავტომობილი აღდგენას ექვემდებარება. მის „ფეხზე დაყენებას“ კი ნამდვილად დიდი დრო დასჭირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები