Aa Aa
19 მაისი 2023  |  10:37

კოლორადოელმა ნასვამმა მძღოლმა ადგილი ძაღლს გაუცვალა

ნასვამმა მძღოლმა ჯარიმისგან თავის არიდება ძაღლის საჭესთან დასმით სცადა.

კოლორადოში ნასვამმა მძღოლმა პოლიციის ოფიცრებს მთელი ცხოვრების გასახსენებელი კურიოზი მისცა. მძღოლი მაშინ დაიჭირეს, როცა მისი ძაღლისთვის ადგილის გაცვლა სცადა.

პოლიციის თქმით, ამ მძღოლით მაშინ დაინტერესდნენ, როცა 48კმ/სთ-იან ზონაში 84კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა.

„მძღოლი ცდილობდა თავისი ძაღლისთვის ადგილი გაეცვალა. პოლიციის ოფიცერმა ეს მომენტი დაინახა. კაცი მგზავრის მხრიდან გადმოვიდა და ამტკიცებდა, რომ საჭესთან თვითონ არ იჯდა“, - ამბობს პოლიციის ოფიცერი.

პოლიციელებმა მას ჰკითხეს, იყო თუ არა ნასვამ მდგომარეობაში. მან ოფიცრებისგან გაქცევა სცადა, თუმცა, ავტომობილიდან 18 მეტრში დაიჭირეს.

ამ ოინით, რა თქმა უნდა, მან ჯარიმები ვერ აირიდა. ის ალკოჰოლური/ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნისთვის, სიჩქარის გადაჭარბებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააჯარიმეს.

პოლიციის ოფიცრები ხუმრობენ, რომ ძაღლის შემთხვევაში, ამჯერად მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ.

გაზიარება: